ტური - ხიხანის ციხე
ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Beniamin Netan from Tbilisi, Georgia · CC BY-SA 2.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- სასტუმროში განთავსება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
ხიხანის ციხე საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიული ციხე სიმაგრეა. იგი დაახლოებით X-XIII საუკუნეებში აშენდა. მოგზაურობისას თქვენ გაეცნბით არა მარტო საქართველოს ისტორიას, არამედ ისიამოვნებთ ბუნებით, რომელიც გარს აკრავს ციხეს.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე
ტური განხორციელდება კომპანიის ტრანსპორტით
ხულო — რა ტურებს გთავაზობთ
ტური მთიან აჭარაში — ტრანსპორტი ბათუმიდან ან თბილისიდან, გიდი, ხულოს საბაგირო, სხალთა და ღამისთევა ხულოში ან გოდერძზე. ზამთარში სათხილამურო დღეებსაც დავგეგმავთ — მოგვწერეთ, რა თარიღები გაწყობთ.
როდის წავიდეთ
ზაფხულში აქ ზღვისპირეთზე ბევრად გრილა: ხულოში 22–26°, ბეშუმსა და გოდერძზე კიდევ უფრო ნაკლები — ლაშქრობისა და იალაღების დროა.
მაისი და ოქტომბერი მშვიდია, ოქტომბერში ტყე ფერს იცვლის.
დეკემბრიდან მარტამდე გოდერძზე სათხილამურო სეზონია; ამ დროს ხეობის გზები შეიძლება თოვლმა გაართულოს.
რა ვნახოთ
- ხულო–ტაგოს საბაგირო — ხეობის თავზე გადაჭიმული ძველი საბაგირო, რომელიც ხულოს მეორე მხარეს სოფელ ტაგოსთან აკავშირებს
- სხალთის ტაძარი — XIII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია, ხულოდან დაახლოებით 15 კმ-ში
- ხიხანის ციხე — შუა საუკუნეების ციხე მთის წვერზე, მისასვლელად ფეხით სიარულია საჭირო
- გოდერძი — სათხილამურო კურორტი დაახლოებით 2000 მ სიმაღლეზე, ზაფხულში კი იალაღები და ბილიკები
- მწვანე ტბა — პატარა მთის ტბა გოდერძის უღელტეხილის ახლოს
- ბეშუმი — საზაფხულო საკურორტო სოფელი ფიჭვნარში
როგორ მივიდეთ
ბათუმიდან ხულომდე 88 კმ-ია, მანქანით ან მარშრუტკით 2–2,5 საათი. თბილისიდან უმოკლესი გზა ახალციხითა და გოდერძის უღელტეხილით გადის, დაახლოებით 290 კმ; ამ გზის ნაწილი ჯერ კიდევ გრუნტისაა, ზამთარში კი უღელტეხილი შეიძლება ჩაიკეტოს, ამიტომ ხშირად ბათუმის გავლით მიდიან.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ბათუმიდან აჭარისწყლის ხეობის ასფალტიანი გზით; ახალციხიდან გოდერძის უღელტეხილით — ნაწილი ჯერ კიდევ მოუასფალტებელია.
სად დავრჩეთ: ხულოში — საოჯახო სასტუმროები, გოდერძსა და ბეშუმში — კურორტის სასტუმროები და კოტეჯები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, საწვიმარი და მთის ფეხსაცმელი.
კავშირი: ხულოში ინტერნეტი მუშაობს, მაღალ სოფლებსა და იალაღებზე — არა ყველგან.