national delicacy

ჯომარდობა ფასანაურში! 4 ივლისს, კვირას

  • ID: 63136
  • ნახვები: 692
complogo
ჯითიჯი ტური
დამატებითი ინფორმაცია

4 ივლისს GTG TOUR გთავაზობთ საჯომარდო ტურს ფასანაურში 

შეიგრძენი ადრენალინი.. არაგვის ტალღების სიგიჟე და ზღაპრული სამყარო!

მოწყდი მოსაწყენ თბილისს, გაერიდე ჩახუთულ ჰაერს და შეიგრძენი ხალისიანი სიგიჟე !

ტურის განრიგი:
გასვლა თბილისიდან, დილის 10:00 საათზე !
ჩავდივართ ფასანაურში საჯომარდო ბანაკში და ვიწყებთ მზადებას ჯომარდობისთვის.
ბანაკში დაგხვდებათ კომფორტულად მოწყობილი ბარბექიუ სივრცე, მშვიდი და მყუდრო გარემო, შესანიშნავი სარელაქსაციო მუსიკა და რაც მთავარია, ულამაზესი ბუნებით ტკბობის საშუალება გექნებათ.

არაგვზე ჯომარდობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 10 წლის ასაკიდან, მშობლის თანხლებით. საჯომარდო 8 კილომეტრიანი მარშრუტი იწყება ფასანაურში და მიუყვება მდინარე არაგვის ულამაზეს ხეობას და სრულდება სოფელ ჭართალში. მარშრუტი არის მარტივი სირთულის, და მასზე ჯომარდობა იდეალურია მოყვარულთათვის.

ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუმრების უსაფრთხოებას. თითოეული მონაწილე აღჭურვილი იქნება სამაშველო ჟილეტითა და ჩაფხუტით. ნავს გაყვება პროფესიონალი ინსტრუქტორი, რომელიც გასვლის წინ ინსტრუქტაჟს ჩაგიტარებთ და მსვლელობის განმავლობაში იზრუნებს თქვენს უსაფრთხოებაზე.

დაშვების დაახლოებითი დრო - 40 წუთი.
მონაკვეთის სიგრძე-8კმ

ტურის ღირებულება- 50 ლარი
ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება კომფორტული, გამართული მიკროავტობუსით, გამოცდილი მძღოლის მომსახურება.
გამყოლი კომპანიიდან.
ჯომარდობაში მონაწილეობის საფასური.
საჯომარდო აღჭურვილობა :
 სამაშველო ჟილეტი
 ჩაფხუტი
 ინსტრუქტორის მომსახურება
Go-pro-თი გადაღება

ფასში არ შედის კვება.
ადგილზე შეგვიძლია მთიულური ხინკლის დაგემოვნება.

გასვლის დრო: 27 ივნისი,დილის 10 საათი.
გასვლის ადგილი: მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი.

გასათვალისწინებელი პირობები:
არ ვყრით ნაგავს.
ტურზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის და ინსტრუქტორის მითითებებს
არ ვბილწსიტყვაობთ
სასურველია გეცვათ წყალგაუმტარი ტანსაცმელი , ან წამოიღეთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი.

 ტურში წამოსვლამდე გაივლით თერმოსკრინინგს
 სავალდებულოა პირბადის გამოყენება
 უზრუნველყოფილი იქნებით სადეზინფექციო ხსნარით.
 ტურში წამოსვლამდე ტრანსპორტი მუშავდება სადეზინფექციო ხსნარით.

დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე50.00
ჯითიჯი ტური