მარტვილისა და ოკაცეს კანიონები!!! ივნისს, შაბათს

ფოტო: Neide18701 · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0; Stratovara · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებახონი, მარტვილი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63135

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

მარტვილისა და ოკაცეს კანიონები

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ეგზოტიკური
2 ტური ერთის ფასად!
მხოლოდ ჩვენთან !

მოსანახულებელი ადგილები:
მარტვილის კანიონი
ოკაცეს კანიონი
მარტვილის მონასტერი( მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დრო დაგვრჩა)

ტრანსპორტირება კომფორტული,გამართული მიკროავტობუსით, გამოცდილი მძღოლის მომსახურება
გიდის მომსახურება

დამატებით ვიხდით:
ოკაცეს კანიონი:
ზრდასრული - 9.
ოკაცეს კანიონამდე ჯიპებით ჩასვლა
(დამოკიდებულია მგზავრების რაოდენობაზე)

მარტვილის კანიონი:
ზრდასრული - 10.
ნავით გასეირნება - 1 ადამიანი -

გელით ძალიან , ძალიან სასიამოვნო დღის გასატარებლად
გავდივართ 6:30 საათზე!
შეხვედრის ადგილი - მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი

ტური დამოკიდებულია ამინდზე!
-----------------------------------------
, ბაკური
, მარიამი

ხონი — რა ტურებს გთავაზობთ

ხონის მხარე ხშირად შედის ქუთაისიდან გამავალ კანიონების ტურში — ოკაცე, კინჩხა და მარტვილი ერთ დღეში, ტრანსპორტითა და გიდით. თქვენს თარიღზე დაგიჯავშნით ადგილს ან ინდივიდუალურ მარშრუტს შეგიდგენთ.

როდის წავიდეთ

კანიონისა და ჩანჩქერისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი, როცა წყალი ბევრია, და სექტემბერი–ოქტომბერი, 20–25°.
ივლისი–აგვისტოში ქვემოთ ცხელა და ნესტიანია, ბილიკებზე ტყე ჩრდილს იძლევა.
ზამთარში ხშირად წვიმს და ბილიკი სველი და მოლიპულია.

რა ვნახოთ

  • ოკაცეს კანიონი — ჩამოკიდებული ბილიკი 100 მეტრამდე სიღრმის ხეობის კედელზე, ვიზიტორთა ცენტრით სოფელ გორდში
  • კინჩხას ჩანჩქერი — სამსაფეხურიანი ჩანჩქერი, ოკაცედან 4–5 კმ-ში
  • გორდის დადიანების პარკი — ძველი ტყე-პარკი და დადიანების სასახლის ნანგრევები კანიონის გზაზე
  • მარტვილის კანიონი — სამეგრელოს მხარეს, მანქანით დაახლოებით ნახევარ საათში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 260 კმ-ია (3,5 საათი), ქუთაისიდან — ნახევარი საათი. ქუთაისიდან ხონში მარშრუტკები ხშირად დადის, კანიონამდე კი უმჯობესია მანქანით ან ტაქსით.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: E60 ტრასით ქუთაისამდე, იქიდან დაახლოებით 30 კმ დასავლეთით.
სად დავრჩეთ: ქალაქსა და გორდში რამდენიმე გესტჰაუსია, დიდი არჩევანი — ქუთაისში.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი; ოკაცეს ჩამოკიდებულ ბილიკზე სიმაღლის შიშის მქონეებს გაუჭირდებათ.
კავშირი: ქალაქში მობილური ინტერნეტი კარგია, ხეობებში — სუსტი.

ხონი: გზამკვლევი
ხონი

ხშირი კითხვები

ერთ დღეში ოკაცეც და კინჩხაც მოესწრება?
კი, ერთმანეთისგან 4–5 კმ-შია. ქუთაისიდან ამ ორთან ერთად ხშირად მარტვილის კანიონსაც ამატებენ.
ბავშვებთან შეიძლება?
ოკაცეს ბილიკი ბავშვებსაც შეუძლიათ, მაგრამ ფოლადის ჩამოკიდებულ ბილიკზე უფროსი მუდმივად უნდა ახლდეთ.
ხონი თუ ქუთაისი — სად დავრჩე?
ბუნებაზე ორიენტირებულებისთვის გორდის გესტჰაუსი, სხვა შემთხვევაში — ქუთაისი, საიდანაც ყველა ახლომდებარე ადგილი ადვილი მისასვლელია.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.