national delicacy

ველოტური თრუსოს ხეობაში

  • ID: 63124
  • ნახვები: 1603
complogo
Mountain Riders Georgia
დამატებითი ინფორმაცია

ყველასთვის ცნობილია ''სამთო ველოსიპედი". ეს ის ბაიკია რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავაადგილდეთ ნებისიმერ გრუნტიან,კლდიან, ქვიან და მთიან ადგილებში .

ეს ის აქტივობაა რომლითაც აჯანსაღებ ორგანიზმს და მოითხოვს გამძლეობას, მთავარ ძალასა და წონასწორობას, ველოსიპედის მართვას და თავდაჯერებულობას.

ტურის დაწყების ადგილია სტეფანწმინდის ცენტრალური მოედანი ან სოფელი კობიდან და მიემართება თრუსოს ხეობაში.

თრუსოს ხეობა მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. იგი წარმოადგენს მდინარე თერგის ხეობას კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის, უღელტეხილ თრუსოდან სოფელ კობამდე (სიგრძე 25 კმ). ხეობაში ფართოდაა გავრცელებული ანდეზიტები , მინერალური წყლებიდან გამოლექილი ტრავერიტინები, მყინვარული და მდინარეული ნაფენები.

თრუსოს ხეობა მდიდარია ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით. დიდდებიტიანი წყაროებია ქეთერისი და აბანო. ხეობაში თითქმის არ არის ხემცენარეულობა. შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით. თრუსოს ხეობა მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია.

ტურის განმავლობაში ჩვენს წინ გადაიშლება ულამაზესი ხედები. თრუსოს ხეობაში ნახავთ : ტრავენტინებს,მინერალური უძირო ტბას, დედათა და მამათა მონასტრებს, ციხე სიმაგრეს და საქართველო რუსეთის საზღვარს "!

დასვენების შემდეგ ვბრუნდებით "სოფელ კობში" გრუნტიანი გზის გავლით რომელიც საშუალო სირთულის არის ( ბილიკზე დაშვება შეიძლება თუ ველოსიპედის ტარების გამოცდილება გაქვთ გრუნტიან გზაზე)

ტურში შედის:

  • ინსტრუქტორი გიდი;
  • სამთო ველოსიპედი;
  • ჩაფხუტი;
  • წყალი;
  • ფოტო-ვიდეო გადაღება!

გაითვალისწინეთ რომ ინსტრუქტორ გიდს ვემორჩილებით , წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხის მგებელი ინსტრუქტორი არ იქნება !!!
ტრანსპორტი:

მაღალი გამავლობის მანქანები, ველოსიპედი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
Mountain Riders Georgia
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა