national delicacy

ჯომარდობა თრუსოს ხეობაში

  • ID: 63123
  • ნახვები: 2031
complogo
Mountain Riders Georgia
დამატებითი ინფორმაცია

ჯომარდობის ისტორია
თანამედროვე ჯომარდობას მრავალი ათასი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. უხსოვარ დროში, უძველესი ხალხები მდინარეებზე გადასაადგილებლად კანოეებს იყენებდნენ. უფრო მოგვიანებით კი, ხისგან შეკრული ტივების დამზადებაც დაიწყეს, ტვირთისა და მორების  გადასაზიდად.
მთის მდინარეებზე ექსტრემალური დაშვების ფუძემდებლად ინგლისელი მ. ჯონსი ითვლება. სწორედ მის მიერ იყო ორგანიზებული პირველი დაშვებები კაიაკით აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ნეპალის მდინარეებზე.
თავად რაფტები კი ვიეტნამის ომის დროს გამოჩნდა. მათ მდინარეების საშუალებით ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ტვირთის მისატანად იყენებდნენ.
დროთა განმავლობაში რაფტების კონსტრუქცია და მასალა შეიცვალა. ამჟამად გასაბერი ნავები თანამედროვე სინთეტიკური მასალების გამოყენებით მზადდება. სხვადასხვა ფორმისა და სიგრძის რაფტებში 4-დან 20 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ყველაზე პოპულარული 6-8-კაციანი ნავებია.

თუ გსურს რომ შეეჭიდო აღელვებულ მდინარეს, განიცადო ადრენალინის დიდი მოზღვავება,იპოვო ახალი შეგრძნებები,ახალი თავგადასავლები,ნახო ულამაზესი ბუნება და დაანგრიო შიშები მაშინ ეს სპორტი თქვენთვისაა!!!

''RAFTING KAZBEGI" გთავაზობთ ჯომარდობას თრუსოს ულამაზეს ხეობაში.
 მდინარე თერგზე  ჯომარდობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 5 წლის ასაკიდან, მშობლის თანხლებით. საჯომარდო 8 კილომეტრიანი მარშრუტი იწყება სოფელ ოქროყანადან  და მიუყვება მდინარე თრუსოს ულამაზეს ხეობას და სრულდება სოფელ კობში. მარშრუტი არის საშუალო  სირთულის, და მასზე ჯომარდობა იდეალურია მოყვარულთათვის.

უსაფრთხოება:
ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუმრების უსაფრთხოებას. თითოეული მონაწილე აღჭურვილი იქნება სამაშველო ჟილეტითა და ჩაფხუტით. ნავს გაყვება პროფესიონალი ინსტრუქტორი, რომელიც გასვლის წინ ინსტრუქტაჟს ჩაგიტარებთ და მსვლელობის განმავლობაში იზრუნებს თქვენს უსაფრთხოებაზე.

რა უნდა გავითვალისწინოთ?:
ჩაიცვით სპორტული/მოხერხებული სამოსი, თან იქონიეთ სათადარიგო მშრალი ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები, რადგან ჯომარდობის პროცეში აუცილებად დასველებით.

საჯომარდო მარშუტი არის საშუალო სირთულის და მისი დაძლევა ნებისმიერ მსურველს შეუძლია რა თქმა უნდა დიდი სიფრთხილით  .....

მომსახურებაში შედის :
ინსტრუქტორი;
საჯომარდო აღჭურვილობა (ჟილეტი,ჩაფხუტი);
ნავი,ნიჩბებით;
მანქანით გადაადგილება კობიდან თრუსოს ხეობაში!!!
Facebook ​​​

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
Mountain Riders Georgia
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა