ტური სოსანების მდელოზე

ფოტო: Muhranoff · CC BY-SA 4.0; Muhranoff · CC BY-SA 4.0; GuramGraphy · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაახალგორი, გორი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63120

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გთავაზობთ ტურს სოსანების მდელოზე სადაც შეძლებთ გადაიღოთ უამრავი ლამაზი ფოტო

წამოიღეთ ბეეევრი ფერად ფერადი კაბა ლამაზი ფოტოებისთვის

ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...

შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 09:50 სთ

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი

მოსანახულებელი ადგილები:

სოსანების მდელო
რუისის ღვთისმშობლის ტაძარი
ურბნისის სიონი

ფეხით გასავლელი მანძილი: თქვენი სურვილისამებრ
მარშრუტის სირთულე: მარტივი

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა

.

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება

საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად, ვიკვებებით ერთად )

რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ;
წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის;
ფერად ფერადი სამოსი და კარგი განწყობა აუცილებელია

ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი

ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ: გიორგი

ახალგორი — რა ტურებს გთავაზობთ

ახალგორში ტურებს არ ვთავაზობთ. ახლოს, მცხეთა-მთიანეთის ხელმისაწვდომ ნაწილში გირჩევთ მცხეთას, ანანურს, ბაზალეთის ტბას და ლომისის სალოცავზე ასვლას მლეთიდან — ასეთ მარშრუტს ტრანსპორტითა და გიდით თქვენთვის მოსახერხებელ დღეს დაგიგეგმავთ.

როდის წავიდეთ

დაბა ქსნის ნაპირზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 800 მეტრზე დგას: ზაფხული ზომიერად თბილია, 24–28°, ზამთარში ხშირად თოვს და ტემპერატურა 0°-ს ქვემოთ ეცემა.
ხეობის ზემო სოფლებში, ლომისის ქედისკენ, ზამთარი გრძელი და თოვლიანია.
ამჟამად ახალგორში მოგზაურობა შეუძლებელია, ამიტომ სეზონის არჩევას პრაქტიკული აზრი არ აქვს.

რა ვნახოთ

  • ქსნის ერისთავების სასახლე — XVII საუკუნის ანსამბლი დაბის ცენტრში: სასახლე, გალავანი კოშკებით და აბანო; 2008 წლამდე აქ ქსნის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი მუშაობდა
  • ლარგვისის მონასტერი — ქსნის ერისთავთა საგვარეულო მონასტერი, გუმბათოვანი ტაძარი 1759 წელს აშენდა
  • კაბენის მონასტერი — IX საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია სოფელ ყანჩაეთთან
  • წირქოლის ეკლესია — VIII–IX საუკუნეების ტაძარი, გარდამავალი ხანის ქართული არქიტექტურის ნიმუში
  • არმაზის ეკლესია — 864 წლით დათარიღებული ტაძარი ძველი მოხატულობით
  • ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია — IX–X საუკუნეების სალოცავი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, 2200 მეტრზე; არაგვის მხრიდან, მლეთიდან ასვლა თავისუფალია

როგორ მივიდეთ

თბილისიდან გზა მცხეთის გავლით ქსნის ხეობას მიუყვება, მაგრამ სოფელ ოძისთან საოკუპაციო ხაზით არის გადაკეტილი და ტურისტული მოგზაურობა აქ შეუძლებელია. რუსეთის მხრიდან, როკის გვირაბით შესვლა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა.

პრაქტიკული ინფორმაცია

სტატუსი: ახალგორის მუნიციპალიტეტი საქართველოს ნაწილია, მცხეთა-მთიანეთის მხარეში; 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.
კანონი: საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ რუსეთის მხრიდან, როკის გვირაბით შესვლა უკანონოა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
გადასასვლელი: ოძისის (მოსაბრუნის) გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბრიდან ფაქტობრივად ჩაკეტილია; იშვიათად, მოკლე ვადით იხსნება მხოლოდ ადგილობრივებისთვის.
უსაფრთხოება: საოკუპაციო ხაზთან მისვლა სახიფათოა — აქ ადამიანებს ხშირად აკავებენ.
ტურები: turebi.ge ახალგორში ტურებს არ აწყობს.

ახალგორი: გზამკვლევი
ახალგორი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ახლა ახალგორში წასვლა?
არა. დაბა რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ოძისის გადასასვლელი 2019 წლიდან ჩაკეტილია და ტურისტებს არ ატარებენ. turebi.ge აქ ტურებს არ აწყობს.
როდიდან არის ახალგორი ოკუპირებული?
2008 წლის აგვისტოდან. მანამდე რაიონს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მართავდა; ომის შემდეგ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სახლი დატოვა, ბევრი დღეს წეროვანის დასახლებაში ცხოვრობს.
რა ვნახოთ ახალგორთან ახლოს, ხელმისაწვდომ ტერიტორიაზე?
ლომისის ეკლესია — მლეთიდან ფეხით 2–3 საათში ადიხართ, ლომისობა ივნისში იმართება. გზად ანანურის ციხე და ბაზალეთის ტბაა, თბილისისკენ კი — მცხეთა.
რატომ ჰქვია ზოგ რუკაზე ახალგორს ლენინგორი?
ეს საბჭოთა დროის სახელია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი იყენებს. საქართველოში დაბას ისტორიული სახელი, ახალგორი, 1990 წელს დაუბრუნდა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.