კვირას ბატეთის ტბაზე დარჩენილია ადგილი ( ივნისს )
ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურზე მოგვემსახურება უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტი გამოცდილი მძღოლით
ეს ადგილი ნამდვილად არის განტვირთვის ძალიან კარგი საშუალება,.ბუნების წიაღში ჩაფლული ტბის გარშემო წამოწოლა ერთი სიამოვნებაა. თუ არ იცი სად დაისვენო კვირის ერთ დღეს,მაშინ ეს ტური შენთვისა
ტურის საფასური:
ფეხით გასავლელი მანძილი : 5 კმ ( ორივე გზა)
ტურის აღწერა:
08:00 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლიდან)
ყინწვისის მონასტერი
ორთუბნის დედათა მონასტერი
სარკინეთი კლდეში ნაკვეთი ეკლესია
ბატეთის ტბა ( თავისუფალი დრო )
პიკნიკი
20:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
ასევე გვექნება თავისუფალი დრო პიკნიკისთვის და გასართობი თამაშებისთვის
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
სატრანსპორტო მომსახურება (გამოცდილი მძღოლი)
გამოცდილი გამყოლი;
ფოტო-ვიდეო გადაღება
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
ნინი
ქარელი — რა ტურებს გთავაზობთ
ქარელის ტაძრებს ჩვეულებრივ გორისა და უფლისციხის ტურს ან ბორჯომისკენ მიმავალ მარშრუტს ვუმატებთ — ტრანსპორტით და გიდით. დღეს და ტემპს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ვაშლისა და ატმის მოსავლის დრო, 18–24°.
ივლის-აგვისტოში ცხელა, 30°-ზე მეტი.
ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია; ყინწვისამდე გზა ჩვეულებრივ სავალია.
რა ვნახოთ
- ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი, სადაც თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკული პორტრეტია
- რუისის საკათედრო ტაძარი — ძველი საეპისკოპოსო ტაძარი, ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში
- ურბნისი — ანტიკური ქალაქის ნაშთები და VI საუკუნის ბაზილიკა
- სამწევრისი — VII საუკუნის პატარა გუმბათოვანი ეკლესია ხეობის თავზე
- ძამას ხეობა — ტყიანი ხეობა სოფლებითა და ძველი ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 95 კმ-ია, 1,15–1,5 საათი; გორიდან — 20 კმ-მდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია; დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელიც ჩერდება ქარელში.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 მაგისტრალი გორის გავლით; ქარელი ტრასიდან ცოტა ჩრდილოეთითაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; მეტი არჩევანია გორსა და ბორჯომში.
რა წავიღოთ: ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია.