ორ დღიანი ტური კურორტ შეკვეთილში ❤
ფოტო: Boris Kuznetsov · CC BY 2.0; Vitaly Zdanevich · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით.
კვება
ფოტოგადაღება.
საველე აღჭურვილობა.
გასართობი ინვენტარი.
პირველადი დახმარების ყუთი.
კარავი.
პოროლონი.
საძილე ტომარა.
I დღე:
1. გასვლა თბილისიდან 06:30 სთ.
2. გზად გაჩერება- კვება.
3. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მონახულება.
4. ზღვის სანაპიროზე სეირნობა, ხავერდოვან ზღვაში ბანაობა და გარუჯვა
5. კარვების გაშლა- დაბანაკება.
6. კვება.
II დღე:
1. შეკვეთილი- დილის ზღვაში ნებივრობა- გარუჯვა
2. კვება.
3. შეკვეთილის "მუსიკოსთა პარკის" მონახულება.
4. კვება.
5. კარვების აკეცვა და თბილისში გამომგზავრება.
შეკრების ადგილი: დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელი.
გასათვალისწინებელი ინფორმაცია:
თქვენივე კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის, ვიცვამთ მოხერხებულად, ზღვაში საბანაოდ მოგვაქვს საცურაო კოსტიუმი და პირსახოცი, ასევე საწვიმარი და თბილი მოსაცმელი, ვემორჩილებით ტურის წინამძღოლის მითითებებს და არ ვმოქმედებთ თვითნებურად.
საბანკო რეკვიზიტები:
თიბისი ბანკი:
საქართველოს ბანკი:
მიმღები: დავით ხაჩიძე
დანიშნულებაში მიუთითეთ: შეკვეთილის ტური
ოზურგეთი — რა ტურებს გთავაზობთ
გურიის ტური ოზურგეთიდან იწყება: მონასტრები, ჩაის ბაღები, გურული სუფრა და სიმღერა, ზაფხულში კი ზღვა ან გომისმთა — ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით. თარიღსა და ტემპს თქვენ გვეტყვით.
როდის წავიდეთ
ივნისი და სექტემბერი ყველაზე კომფორტულია: 24–28°, ზღვა თბილია, ხალხი ნაკლები.
ივლისი–აგვისტო ზღვის პიკია, ნესტიანი სიცხით; გომისმთაზე ასვლის საუკეთესო დროც ესაა.
შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად წვიმს — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი კუთხეა.
რა ვნახოთ
- შემოქმედის მონასტერი — გურიელების საძვალე და ძველი ტაძრები ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში
- ლიხაურის ეკლესია — შუა საუკუნეების ტაძარი მოხატულობით, ოზურგეთის ახლოს
- ნასაკირალის ჩაის ბაღები — საბჭოთა ხანის ჩაის პლანტაციები ფერდობებზე
- ურეკი და შეკვეთილი — მაგნიტური ქვიშის პლაჟები და ფიჭვნარი ზღვასთან, 30 კმ-მდე
- გომისმთა — ალპური საზაფხულო საძოვრები და ღრუბლების ზღვა, მთის გზით მხოლოდ ზაფხულში
- დრამატული თეატრი — ქალაქის ცენტრში, გურიის კულტურული ცხოვრების გული
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 295 კმ-ია (3,5–4 საათი). ავტობუსები და მარშრუტკები თბილისის ავტოსადგურებიდან დადის, მატარებლით კი, ჩვეულებრივ, გადაჯდომით და დიდი დროით.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 ტრასით სამტრედიამდე, შემდეგ ლანჩხუთის გავლით; სულ დაახლოებით 4 საათი.
სად დავრჩეთ: ქალაქში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები; ზაფხულში ბევრი ურეკსა და შეკვეთილში ჩერდება.
რა წავიღოთ: ქოლგა ან საწვიმარი ნებისმიერ სეზონზე; გომისმთისთვის — თბილი ტანსაცმელი.
კავშირი: ქალაქსა და სანაპიროზე მობილური ინტერნეტი კარგია.