რაჭის ორ დღიანი ტური ყოველ შაბათ - კვირას ❤

ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაამბროლაური, ონი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63025

რა შედის

  • კვება
  • ტრანსფერი
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები

ტურის შესახებ

ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
ჯანსაღი პროდუქტით კვება
განთავსება საოჯახო ტიპის სასტუმროში
ფოტოგადაღება
საველე აღჭურვილობა
გასართობი ინვენტარი
პირველადი დახმარების ყუთი

დღის წესრიგი:

1-ლი დღე:
ცხრაჯვარი
შაორის ტბა
საყინულე
შარეულას სათავე
ნიკორწმინდა
ხოტევის ციხე
განთავსება საოჯახო სასტუმროში

მეორე დღე:
12:00 ჩექაუთი
ბარაკონი
მინდა ციხე
შოვი
სიყვარულის ჩანჩქერი
მრავალძალი
სიყვარულის ტბა

ისეთ უცნობ ლეგენდას მოგიყვებით ტბაში ჩაკიდებულ აკვანზე, რაც მარტო ჩვენ ვიცით და მარტო შენ გეცოდინება.

კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე ყველანაირი რეგულაცია დაცული იქნება.

ტური გაიმართება ყოველ შაბათს..

შეკრება, დიდუბის მეტროს ზედა მხარეს.

გასათვალისწინებელი ინფორმაცია:

თქვენივე კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის, ვიცვამთ მოხერხებულად, მოგვაქვს თბილი მოსაცმელი, ვემორჩილებით ტურის წინამძღოლის მითითებებს და არ ვმოქმედებთ თვითნებურად.

საბანკო რეკვიზიტები;

თიბისი ბანკი:

საქართველოს ბანკი:

მიმღები: დავით ხაჩიძე

დანიშნულებაში მიუთითეთ: რაჭის ტური

ამბროლაური — რა ტურებს გთავაზობთ

ტური ამბროლაურსა და მის შემოგარენში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია ხვანჭკარის მარანში და ღამისთევა რაჭაში. ორ-სამდღიან მარშრუტს ონითა და შოვით შეგიდგენთ თქვენთვის სასურველ დღეებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დღისით 18–25°, ოქტომბერში რაჭაში რთველია და ხვანჭკარას კრეფენ.
ივლისი–აგვისტო თბილია, 28–30°-მდე, მაგრამ საღამოს მთიდან გრილი ქარი უბერავს.
ზამთარში თოვლიანია; ქალაქამდე გზა იწმინდება, თუმცა მაღალმთიან სოფლებში მისვლა შეიძლება გაჭირდეს.

რა ვნახოთ

  • ნიკორწმინდა — XI საუკუნის ტაძარი მდიდარი ქვის ჩუქურთმით, ქალაქიდან დაახლოებით 15 კმ-ში
  • ხვანჭკარა — სოფელი, რომლის ვენახებიდანაც ამავე სახელის ნახევრად ტკბილი ღვინო მოდის; მარნებში დეგუსტაციაა
  • შაორის ტბა — ხელოვნური ტბა ნაკერალის ქედზე, ფიჭვნარით და გრილი ჰაერით
  • ბარაკონი — XVIII საუკუნის ტაძარი სოფელ ცესში, ღრმა ხეობის თავზე
  • ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი — რაჭველი მხატვრების ნამუშევრები და ადგილობრივი ეთნოგრაფია
  • რიონის სანაპირო — სასეირნო ადგილი ქალაქის ცენტრთან

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ამბროლაურამდე დაახლოებით 220 კმ-ია, მანქანით 3,5–4 საათი. მარშრუტკა დიდუბის სადგურიდან დადის და 4,5–5 საათი მიდის; ამბროლაურის აეროპორტში ნატახტრის აეროდრომიდან პატარა თვითმფრინავიც დაფრინავს, მაგრამ არა ყოველდღე — განრიგი წინასწარ გადაამოწმეთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ბოლო მონაკვეთი მთის დაკლაკნილი გზაა, ზამთარში საბურავები და ამინდი წინასწარ გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე სასტუმროა, ხოლო ხვანჭკარასა და ახლომდებარე სოფლებში — საოჯახო მარნები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა ტანსაცმელი საღამოსთვის, ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგად მუშაობს, სოფლებში — ცვალებადად.

ამბროლაური: გზამკვლევი
ამბროლაური

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება ამბროლაურს?
ქალაქისთვის, ნიკორწმინდისა და ხვანჭკარისთვის ერთი სრული დღე საკმარისია. შაორისა და ონის დასამატებლად 2–3 დღე დაგეგმეთ.
რა უნდა გავსინჯო რაჭაში?
რაჭული ლობიანი, ლორი და, რა თქმა უნდა, ხვანჭკარა. ბევრ ოჯახურ მარანში ღვინოს იქვე, ქვევრიდან ასხამენ.
გზა ზამთარში გასავლელია?
ამბროლაურამდე ჩვეულებრივ კი, მაგრამ თოვლის შემდეგ უღელტეხილებზე შეიძლება ყინული იყოს. წასვლამდე ამინდს გადახედეთ და ზამთრის საბურავებით იმგზავრეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.