ძამას ხეობა : ბატეთის ტბა

ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Archil sutiashvili · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაქარელი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID63021

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ბატეთის ტბაზე.
ეს ადგილი ნამდვილად არის განტვირთვის ძალიან კარგი საშუალება,.ბუნების წიაღში ჩაფლული ტბის გარშემო წამოწოლა ერთი სიამოვნებაა, თუ არ იცი სად დაისვენო კვირის ერთ დღეს,მაშინ ეს ტური შენთვისა.

ტურის სირთულე: მარტივი
ტურის საფასური:
ფეხით გასავლელი მანძილი : 5 კმ

ტურის აღწერა:
08:00 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლიდან)
ყინწვისის მონასტერი
ორთუბნის დედათა მონასტერი
სარკინეთი
ბატეთის ტბა
პიკნიკი

21:45 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით

ასევე გვექნება თავისუფალი დრო პიკნიკისთვის და გასართობი თამაშებისთვის

ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
სატრანსპორტო მომსახურება (გამოცდილი მძღოლი)
გამოცდილი გამყოლი;
ფოტო-ვიდეო გადაღება

სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
ნინი

ქარელი — რა ტურებს გთავაზობთ

ქარელის ტაძრებს ჩვეულებრივ გორისა და უფლისციხის ტურს ან ბორჯომისკენ მიმავალ მარშრუტს ვუმატებთ — ტრანსპორტით და გიდით. დღეს და ტემპს თქვენ ირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ვაშლისა და ატმის მოსავლის დრო, 18–24°.
ივლის-აგვისტოში ცხელა, 30°-ზე მეტი.
ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია; ყინწვისამდე გზა ჩვეულებრივ სავალია.

რა ვნახოთ

  • ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი, სადაც თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკული პორტრეტია
  • რუისის საკათედრო ტაძარი — ძველი საეპისკოპოსო ტაძარი, ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში
  • ურბნისი — ანტიკური ქალაქის ნაშთები და VI საუკუნის ბაზილიკა
  • სამწევრისი — VII საუკუნის პატარა გუმბათოვანი ეკლესია ხეობის თავზე
  • ძამას ხეობა — ტყიანი ხეობა სოფლებითა და ძველი ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 95 კმ-ია, 1,15–1,5 საათი; გორიდან — 20 კმ-მდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია; დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელიც ჩერდება ქარელში.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: E60 მაგისტრალი გორის გავლით; ქარელი ტრასიდან ცოტა ჩრდილოეთითაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; მეტი არჩევანია გორსა და ბორჯომში.
რა წავიღოთ: ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია.

ქარელი: გზამკვლევი
ქარელი

ხშირი კითხვები

რა არის ქარელთან აუცილებლად სანახავი?
ყინწვისის მონასტერი და მისი ფრესკები. თუ დრო გაქვთ, დაამატეთ რუისი და ურბნისი — ორივე ახლოსაა.
შეიძლება ქარელი ბორჯომის გზაზე ჩავრთოთ?
კი, ქარელი თბილისი–ბორჯომის გზაზეა. ყინწვისზე გადახვევას 1–2 საათი დასჭირდება.
როდის არის ხილის მოსავალი?
ატამი ძირითადად ივლის-აგვისტოშია, ვაშლი — სექტემბერ-ოქტომბერში. ამ დროს გზისპირა ბაზრობებზე ხილი ბევრია.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.