კახეთის ერთდღიანი ტური
ფოტო: Bernard Gagnon · CC BY 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Vladimir Pankratov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
მანავის ციხე
ლავანდების პლანტაცია
ბოდბის წმინდა ნინოს სამონასტრო კომპლექსი
წმინდა ნინოს წყარო
სიღნაღი. სიყვარულის ქალაქი
სიღნაღის ციხე-გალავანი
სიღნაღის წმ. სტეფანეს სახ. ეკლესია-1762წ.
წმ.გიორგის სახ. ეკლესია-XVIIIს.
ღვინის მარანი და ღვინის დეგუსტაცია
ლავანდების პლანტაციაში შესასვლელი ბილეთის ფასია . სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის შესვლა უფასოა.
გაეცანით პლანტაციაში შესვლის წესებსა და პირობებს:
- გთხოვთ არ დაჯდეთ და არ გადაწვეთ ლავანდის ბუჩქებზე, ასევე სხვა მცენარეებზე, რომლებიც იზრდება პლანტაციაში.
- გთხოვთ არ დაკრიფოთ ყვავილები.
- გთხოვთ არ ამოთხაროთ ლავანდის ბუჩქები და სხვა მცენარეები, რომლებიც იზრდება პლანტაციაში.
- გთხოვთ თან იქონიოთ სასმელი წყლის მარაგი.
- გთხოვთ იქონიოთ თავსაბურავი მზისაგან თავის დასაცავად.
- გთხოვთ ჩაიცვათ შესაფერისი ფეხსაცმელი.
აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
არ ვაბინძურებთ გარემოს ( არ ვყრით ნაგავს)!
არ ვბილწვსიტყვაობთ!
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ლაშქრობის დროს!
ვემორჩილებით გიდს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით!
გიდი!
კვება! ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები!
გასვლის დრო: - დილის 07:30 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი
სიღნაღი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სიღნაღში ჩვეულებრივ ბოდბესაც მოიცავს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, დეგუსტაცია ადგილობრივ მარანში, სურვილისამებრ ღამისთევა ძველ ქალაქში. ერთდღიან და ორდღიან ვარიანტს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, ველი მწვანეა ან რთველი მიდის, კავკასიონი კარგად ჩანს.
ივლისი–აგვისტოში ქალაქი მაღლაა და ველზე გრილა, მაგრამ შუადღისას მაინც 30°-ს ცდება.
ზამთარში მშვიდია, ბევრი გესტჰაუსი ღიაა; ნისლიან დღეს ველის ხედი შეიძლება ვერც ნახოთ.
რა ვნახოთ
- გალავანი — XVIII საუკუნის კედელი კოშკებით; ზოგ მონაკვეთზე ასვლა და კედელზე გავლა შეიძლება
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი და წყარო, ქალაქიდან 2 კმ-ში
- სიღნაღის მუზეუმი — ფიროსმანის ნახატების კოლექცია და არქეოლოგიური ექსპოზიცია
- წმინდა გიორგის ეკლესია და თავისუფლების მოედანი — ქალაქის ცენტრი ხედის ბაქნებით
- მარნები და ღვინის ბარები — ადგილობრივი საფერავი და ქვევრის რქაწითელი
- წნორი და ალაზნის ველი — ქვემოთ, 10 წუთის სავალზე, ვენახებითა და ბაზრით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან საგარეჯოსა და ბაკურციხის გავლით დაახლოებით 110 კმ-ია, 1 საათი და 45 წუთიდან 2 საათამდე. მარშრუტკა სამგორის სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საგარეჯო–გურჯაანის ტრასით და ბოლოს აღმართით ქალაქში; გზა კარგია მთელი წლის განმავლობაში.
სად დავრჩეთ: ძველ ცენტრში — პატარა სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები ველზე გადამავალი აივნებით.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ქუჩები ქვაფენილიანი და დაქანებულია; ბოდბისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი კარგად მუშაობს.