პრომეთეს მღვიმე

ფოტო: Zysko serhii · CC BY-SA 4.0; Dmitrij Rodionov · CC BY-SA 3.0; Zysko serhii · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაწყალტუბო
ფასიფასი — მოთხოვნით
ID62990

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

იმოგზაურეთ ულამაზეს იმერეთში
ეკოლენდთან ერთად!

ხანგრძლივობა: 1 დღე;
სახეობა: სათავგადასავლო;
ფეხით გასავლელი მანძილი: 2 კილომეტრი;
სირთულე: მარტივი.

მოსანახულებელი ადგილები:
პრომეთეს მღვიმე,
კურორტი წყალტუბო,
ბაგრატის ტაძარი.

ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით,
ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი მეგზური.

კვება (ინდივიდუალურად მოგვაქვს საკვები და მოვაწყობთ ერთობლივ პიკნიკს).
ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო
ბილეთი არასწრულწლოვნებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვნებისა - 11.
ნავით გასეირნება საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის - 11.
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გარდა არასრულწლოვნებისა - 17.

შეკრების და გამგზავრების დრო:
რუსთავი: 06:30 მაკდონალდსის პარკინგი.
თბილისი: 07:30 სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, მაღაზია სპართან.

რეკომენდაცია!
თან იქონიეთ:
პირბადე
სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება
ქუდი
კომფორტული ტანსაცმელი
კაბა და თავსაბურავი (ეკლესიის წესების გათვალისწინებით)
საწვიმარი (ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე ზოგჯერ ამინდი ცვალებადია)
თბილი მოსაცმელი
კომფორტული ფეხსაცმელი
ზურგჩანთა
საკვები
წყალი
კარგი განწყობა

სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:
- შეკრების ადგილზე მივდივართ შეთანხმებულ დროს;
- ტურის ყველა მონაწილე ითვალისწინებს ორგანიზატორის მითითებებს;
- ვმოძრაობთ ან ვჩერდებით ყველა ერთად;
- ინდივიდუალური იდეა ან სურვილი წინასწარ თანხმდება ორგანიზატორთან;
- ალკოჰოლური სასმელი დაშვებულია მხოლოდ ორი ან მეტდღიანი ტურის დროს.
- ვზრუნავთ ერთმანეთზე;
- ვზრუნავთ გარემოზე.

თანხის ჩარიცხვა:
აუცილებელია ტურის ჩატარებამდე ნებისმიერ დროს, არაუგვიანეს 2 დღისა. შეთანხმების შემდეგ, ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.

საქართველოს ბანკი

ნატა
ეკო
თამარი

აღმოაჩინე, შეიყვარე და გაუფრთხილდი გარემოს!

წყალტუბო — რა ტურებს გთავაზობთ

წყალტუბოში ჩამოდიან სამკურნალოდ და მღვიმეებისთვის: ტური შეიძლება მოიცავდეს ტრანსპორტს თბილისიდან, სასტუმროს სპა-პროცედურებით და ექსკურსიებს პრომეთესა და სათაფლიაში. დღეების რაოდენობას თქვენზე მოვარგებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–26°, პარკში სასეირნოდ და მღვიმეებისთვის კარგი დროა.
ზაფხული ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი; აბანოები და სპა მთელი წელი მუშაობს, ამიტომ სამკურნალოდ ზამთარშიც ჩამოდიან.

რა ვნახოთ

  • წყალტუბოს პარკი — დიდი პარკი ტბით, ხეივნებით და ძველი სანატორიუმების ფასადებით
  • აბანო №6 — საბჭოთა დროის ბალნეოლოგიური აბანო, სადაც სტალინი ბანაობდა
  • პრომეთეს მღვიმე — სტალაქტიტების დარბაზები და ნავით გასეირნება მიწისქვეშა მდინარეზე, ცენტრიდან 6–7 კმ-ში
  • სათაფლია — დინოზავრების ნაკვალევი და მღვიმე, წყალტუბოსა და ქუთაისს შორის
  • მიტოვებული სანატორიუმები — მონუმენტური შენობები, რომლებსაც ფოტოგრაფები ეძებენ

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 240 კმ-ია, 3 საათამდე. ქუთაისიდან ტაქსით ან მარშრუტკით 15–20 წუთია, ქუთაისის აეროპორტიდან — დაახლოებით ნახევარი საათი.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით, ქალაქის გავლით ან შემოვლით.
სად დავრჩეთ: განახლებულ სანატორიუმებსა და სპა-სასტუმროებში, ან პატარა გესტჰაუსებში პარკის ირგვლივ.
რა წავიღოთ: აბანოსთვის — ჩუსტები და პირსახოცი; მღვიმისთვის — თხელი ქურთუკი.
ჯანმრთელობა: რადონის აბაზანებამდე ექიმთან კონსულტაცია სჯობს, ბევრ სანატორიუმში ექიმი ადგილზეა.

წყალტუბო: გზამკვლევი
წყალტუბო

ხშირი კითხვები

რას მკურნალობს წყალტუბოს წყალი?
რადონ-კარბონატულ წყალს ტრადიციულად სახსრების, ხერხემლის, კანის და სისხლის მიმოქცევის პრობლემებისთვის იყენებენ. პროცედურებს ექიმი გინიშნავთ.
რამდენი დღე სჭირდება სამკურნალო კურსს?
ჩვეულებრივ 10–12 დღე, დღეში ერთი აბაზანით. დასვენებისა და მღვიმეებისთვის 2–3 დღეც საკმარისია.
წყალტუბოში ჯობს დარჩენა თუ ქუთაისში?
აბანოებისთვის — წყალტუბოში. თუ მთავარია ქალაქი და მონასტრები, ქუთაისი უფრო მოსახერხებელია, წყალტუბო კი 20 წუთშია.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.