ტური ტაბაწყურის ტბაზე - ულამაზესი ტბა, რომელიც უნდა ნახოთ
ფოტო: Kober · Public domain; Kober · Public domain; Davit 83 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ტრანსფერი
- დამატებითი ბარგი
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის სირთულე: მარტივი
ტურის საფასური:
ტურის აღწერა:
07:00 შეკრება
07:30 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლი)
პირველი დღე:
ტაბაწყურის წითელი საყდარი (წითელი ეკლესია)
ტაბაწყურის ტბა
თავისუფალი დრო ტბის მიმდებარეთ
22:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
სატრანსპორტო მომსახურება
გამოცდილი გამყოლი
ფოტო-გადაღება (ინდივიდუალური ფოტოსესია)
დამატებითი ინფორმაცია:
კვება ინდივიდუალურად (ბუნებაში ვშლით საერთო სუფრას)
მოსახერხებელი და შესაფერისი ჩაცმულობა
საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, მზისგან დამცავი საშუალება,
ტბასთან შესაძლებელია : ნავებით გასეირნება,თევზის დაგემოვნება.
იყავი გამორჩეული ფენომენალურ ტურებთან ერთად!
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
ნინი
ბორჯომი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ბორჯომში — ტრანსპორტი თბილისიდან, პარკი და აბანოები, სურვილისამებრ ვარძია ან ბაკურიანი და ღამისთევა სპა-სასტუმროში. ჩვენ შევარჩევთ ვარიანტს თქვენს დღეებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ტყეში სასეირნოდ კომფორტულია, შემოდგომაზე ხეობა ყვითლდება.
ივლისი–აგვისტოში თბილისზე გრილა, 26–28°, მაგრამ ეს ყველაზე ხალხმრავალი სეზონია.
ზამთარში თოვლიანი და მშვიდია; ბევრი ბაკურიანში სათხილამუროდ მიდის, ბორჯომში კი თბილ წყაროებში ბანაობს.
რა ვნახოთ
- ბორჯომის მინერალური წყლების პარკი — წყაროები, საბაგირო და ძველი პავილიონები
- გოგირდის აბანოები — ღია აუზები თბილი წყლით პარკის ზედა ნაწილში
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი — მარკირებული ბილიკები ერთი საათიდან რამდენიმე დღემდე
- ლიკანის სასახლე — რომანოვების ყოფილი რეზიდენცია, დღეს პრეზიდენტის რეზიდენცია
- მწვანე მონასტერი — ძველი ქვის ეკლესია ტყეში, ჩითახევთან, ქალაქიდან დაახლოებით 10 კმ-ში
- „კუკუშკა" — ვიწროლიანდაგიანი მატარებელი ბაკურიანამდე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ხაშურის გავლით დაახლოებით 160 კმ-ია, 2,5–3 საათი. მარშრუტკა დიდუბიდან დადის (დაახლოებით 3 საათი), ხოლო ელმატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 4 საათზე მეტს მიდის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისი–ხაშური ავტომაგისტრალით, შემდეგ მტკვრის ხეობით; გზა მთელი წელი კარგია.
სად დავრჩეთ: ცენტრსა და ლიკანში — სანატორიუმები, სპა-სასტუმროები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი პარკის ბილიკებისთვის, საცურაო კოსტიუმი გოგირდის აბანოებისთვის.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ეროვნული პარკის სიღრმეში — სუსტი.