პიკნიკ ტური
ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
პიკნიკ ტური თიანეთში
ეს ტური არის განტვირთვის,ბუნებაში გასვლის,გართობის და დასვენების ტური
ამ ტურში ყველაფერი მოსულა
ვჭამთ
ზომიერად ალკოჰოლი
ბუნება
რელაქსი
გართობა
მოკლედ ამ დღეს გავდივართ ქალაქიდან ერთი დღით და ბოლომდე ვისვენებთ ყველაფერს ვტოვებთ თბილისში და ვიქმნით უმაგრეს განწყობას
სანახავი ობიექტები:
ცხვარიჭამია (სურვილის შეᲛთხვევაში დათვების თავშესაფარს გავივლით გზად და დათუნიებს საკვებს დავუტოვებთ)
საბადურის ტყე - სადაც ულამაზეს სურათებს გადავიღებთ
სიონის წყალსაცავი
მდინარე იორი
გზად კიდევ გავაჩერებთ ლამაზ ადგილებზე
ტრანსპორტირება
გამყოლი
არ შედის :
კვება -მოგვაქვს ინდივიდუალურად ყველას და ერთად ვაწყობთ პიკნიკს.
ტურზე ჩაწერა ხდება წინასწარ
თანხის ჩარიცხვის შემდეგ ჩაგწერთ სიაში
ტურზე 3 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება რადგან არ ჩაიშალოს ტური
გაითვალისწინეთ :
არ ვაგვიანებთ
პატივს ვცემთ ერთმანეთს
ვუჯერებთ ტურის ხელმძღვანელს
ტურის ბოლოს გეყოლებათ ახალი მეგობრები და გექნებათ ახალი საუკეთესო მოგონებები
თიანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
თიანეთის მიმართულებით ტური ჩვეულებრივ სიონის წყალსაცავს, უჯარმის ციხესა და ბოჭორმას აერთიანებს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. გინდათ ერთი დღით, გინდათ ღამისთევით — დღეებს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: დღისით 22–26°, ღამით გრილა — თბილისის სიცხისგან აქ გარბიან.
მაისსა და ოქტომბერში ლამაზი და მშვიდია, მაგრამ საღამოობით ცივა.
ზამთარი თოვლიანია, ზოგჯერ −10°-მდე ყინავს; ბოჭორმისა და სოფლების გრუნტის გზები ამ დროს რთულია.
რა ვნახოთ
- სიონის წყალსაცავი — დიდი ტბა თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, ზაფხულში ბანაობენ
- ბოჭორმის ციხე — X–XI საუკუნის ციხე-სიმაგრე მრგვალი ეკლესიით ივრის ხეობაში
- ერწოს ციხე — სამსართულიანი ციხე-კოშკი სოფელ მელიასხევთან
- საბადურის ტყე — ფიჭვნარი და წიფლნარი სასეირნო ბილიკებით, თბილისის გზაზე
- ჯალეთის ბაზილიკა — ძველი ეკლესია ივრის ხეობაში
- თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — ფშავისა და ერწო-თიანეთის ყოფა და არქეოლოგია
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 78 კმ-ია უჯარმისა და სიონის წყალსაცავის გავლით, 1,5 საათამდე. მარშრუტკა თიანეთში ისნის (სამგორის) სადგურიდან დადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ვაზიანი–უჯარმა–სიონის გზით; ალტერნატივა — სამხედრო გზა ჟინვალამდე და იქიდან ბაზალეთის გავლით.
სად დავრჩეთ: საოჯახო სასტუმროები და კოტეჯები დაბასა და ახლომდებარე სოფლებში.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი საღამოსთვის, ზაფხულშიც; ბოჭორმისთვის — მაღალი გამავლობის მანქანა.
კავშირი: დაბაში ინტერნეტი კარგია, შორეულ სოფლებსა და ტყეში — არასტაბილური.