national delicacy

რონინი - ჯომარდობა ფასანაურში

  • ID: 62802
  • ნახვები: 1076
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/05/21
    დაბრუნება
    • 30/05/21
დამატებითი ინფორმაცია

30 მაისს მოლაშქრეთა კლუბი #რონინი, გთავაზობთ საჯომარდო ტურს ფასანაურში 

ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...

 შეკრების ადგილი და დრო:
 დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
 შეკრების დრო: 08:50 სთ.
 გასვლა: 09:00 სთ.

 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი

 

 დეტალური აღწერა :

თბილისიდან მივემგზავრებით ფასანაურის საჯომარდო ბანაკში საიდანაც იწყება მომზადება ჯომარდობისათვის (სოფ. ქვემო ამირნი)

მდ. თეთრი არაგვი (მთიულეთის არაგვი) ფასანაური
გაბარიტი - ვიწრო (თავიდან) ქვიანი (ტექნიკური ტრასა)
გაბარიტი - გრძელი,შავი არაგვის შეერთების შემდეგ ნაკლებად ქვიანი
მონაკვეთის სიგრძე - 13/14 კმ.
მდინარის დინება - საშუალო
წყლის სირთულე 3 – 3.5 დონე
დაშვების დაახლოებითი დრო - 1 სთ. და 30 წთ.
მონაწილის მინიმალური ასაკი - 13 წელი (მშობელთან ერთად)
რეკომენდირებულია - 8 ადგილიანი ნავებით დაშვება (მაქსიმუმ)
ჯომარდობის დროს ყველა ნავს გამოყვება - 1 ინსტრუქტორი
ჯომარდობის დაწყებამდე წინასწარ გავივლით ინსტრუქტაჟს - 30 წთ.
მდ. სირთულის შესაბამისად ჯომარდობის დროს ნავებს გაყვება კაიაკი - რომელიც მდინარის საპირისპირო მიმართულებითაც გადაადგილდება.
ჯომარდობის დასრულება (სოფ. გვრიტო)

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა...

 ჯარდობა რომ შედგეს აუცილებელია მინიმუმ 12 მონაწილის შეკრება

 ტურის ღირებულება:
 ჯომარდობა 14 კმ - 50 ლ.( 7კმ - 40 ლ)

 

 თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

 ფასში შედის:

 ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
 გამყოლი
 ფოტოგადაღება
 ჯომარდობაში მონაწილეობის საფასური
 საჯომარდო აღჭურვილობა :
 სამაშველო ჟილეტი
 ჩაფხუტი
 ინსტრუქტორის მომსახურება

 ფასში არ შედის:
 საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
 სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია დავაგემოვნოთ ფასანაურის ხინკალი 

 

 თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
სასურველია გეცვათ წყალგაუმტარი ტანსაცმელი და აუცილებლად წამოიღოთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე დაგჭირდებათ პირსახოცი.

 

 ჯომარდობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს და ინსტრუქტორს.
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;

 

 

 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/05/21
    დაბრუნება
    • 30/05/21