დღიანი ტური ყაზბეგსა და ჯუთაში ! - ივნისი
ფოტო: Аліна Семенець · CC BY-SA 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0; MaxBenidze · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
ტურის შესახებ
ყაზბეგი-ჯუთა
#გაერთე #იმოგზაურე #დაისვენე
#ცხოვრებამშვენიერია
დეტალები:
მიმართულება ყაზბეგი - ხევი ????
სანახავი ობიექტები:
????დღე I
▪ ანანურის სამონასტრო კომპლექსი;
▫ თეთრი და შავი არაგვის შეხვედრის ადგილი;
▪ გუდაურის პანორამა (გუდაურის გადასახედი);
▫ დარიალის სამონასტრო კომპლექსი;
▪ გველეთის ჩანჩქერები 4კმ;
▫ არშის ჩანჩქერი 2 კმ ;
▪ ჯიპ ტური გერგეტის სამებაზე;
▫ სასტუმროში განთავსება.
????დღეII
▪ გასვლა დილით ჯუთას მიმართულებით;
▫ სოფელი სნო,საპატრიარქო რეზიდენცია;
▪ ჯუთა-მეხუთე სეზონი;
▫ ჯუთას ჩანჩქერი;
▪ ჯუთას ტბა;
▫ გამომგზავრება თბილისში.
????ფეხით გასავლელი მანძილი 5კმ.
????სირთულე:მარტივი
ტრანსპორტირება გამართული მიკროავტობუსით, გამოცდილი მძღოლის მომსახურებით;
სასტუმროში განთავსება;
პროფესიონალი გიდი-მეგზური;
კვება;
ჯიპ ტური გერგეტის სამებაზე(სურვილისამებრ)(1 ადამიანზე დაახლოებით ).
გასათვალისწინებელი პირობები:
???? პირველ რიგში ცუდ განწყობას ვტოვებთ თბილისში!
???? არ ვყრით ნაგავს;
???? არ ვბილწვსიტყვაობთ;
???? ვუსმენთ გიდი-გამყოლის მითითებებს.
სასურველია:
სათვალე;
მზისგან დამცავი საშუალებები;
პირადი აფთიაქი;
სალაშქრო ჯოხები;
გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.
????გასვლის დრო: დილის 07:00 საათი.
????გასვლის ადგილი: რუსთაველი, ????-ის ძეგლი.
-----------
WhatsApp/Viber
WhatsApp/Viber
ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.
რა ვნახოთ
- გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
- გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
- დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
- ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
- ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
- რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.