მოირონინე დანახვისი, ვერეს ციხე ივნისს
ფოტო: Armineaghayan · CC BY-SA 4.0; GuramGraphy · CC BY-SA 4.0; Stolbovsky · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 06:15 სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
ატენის ხეობა
ვერეს ციხე
დანახვისის მთა
დანახვისის წმ. გიორგის ეკლესია
თუ დრო დაგვრჩა
ატენის სიონი
წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
ტურის დეტალური აღწერა:
დილით 6:15 სთ-ზე ვიკრიბებით დიდუბეში სამთო ქიმიის წინ, საიდანაც დავიძვრებით ატენის ხეობის მიმართულებით, მიკროავტობუსით მივალთ ჭეჭელაანთ უბანში, საიდანაც გზას ფეხით გავაგრძელებთ...
გზად ჯერ შევჩერდებით ვერეს ციხესთან შემდეგ კი გავემართებით დანახვისის მთისკენ, საიდანაც მომაჯადოვებელი ხედები იშლება ყველა მიმართულებით, კარგ ამინდში შესაძლოა დავინახოთ როგორც მყინვარწვერი ასევე იალბუზი. გადავიღებთ ძალიან ბევრ ფოტოს აქვე შეგვიძლია მოვაწყოთ პიკნიკიც შემდეგ კი ემოციებით დატვირთულნი დავბრუნდებით დედაქალაქში
ფეხით გასავლელი მანძილი:
ორივე გზა 12 კმ.
მარშრუტის სირთულე:
საშუალო
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა...
ფინანსური ნაწილი:
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლი
ფოტოგადაღება
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის
ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი
გორი — რა ტურებს გთავაზობთ
გორის ტური, როგორც წესი, უფლისციხეს, სტალინის მუზეუმსა და გორისციხეს მოიცავს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით; შეგვიძლია მცხეთა ან ატენის მარანი დავამატოთ. დღეს თქვენ ირჩევთ, მარშრუტს ჩვენ ვგეგმავთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, უფლისციხეში ფეხით სიარული სასიამოვნოა, ოქტომბერში ატენის ხეობაში რთველია.
ივლის-აგვისტოში 30°-ზე მეტია, უფლისციხის კლდეებზე ჩრდილი არ არის — დილით წადით.
ზამთარში ცივი, მაგრამ უთოვლო დღეები ხშირია; მუზეუმები ღიაა.
რა ვნახოთ
- უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ანტიკური ქალაქი მტკვრის ნაპირზე, გორიდან 10 კმ-ში
- გორისციხე — შუა საუკუნეების ციხე ქალაქის თავზე; გალავნიდან მთელი გორი და კავკასიონი ჩანს
- სტალინის მუზეუმი — სახლი, სადაც დაიბადა, მუზეუმის შენობა და მისი ჯავშნიანი ვაგონი
- ატენის სიონი — VII საუკუნის ტაძარი XI საუკუნის ფრესკებით, ქალაქიდან 12 კმ-ში
- საქართველოს გმირების მემორიალი — ბრინჯაოს მეომრების ფიგურები გორისციხის ძირას
- გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი — შიდა ქართლის ყოფა და არქეოლოგიური ნაპოვნები
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 85 კმ-ია, 1–1,15 საათი. დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი მატარებლები გორში ჩერდება, მგზავრობა დაახლოებით 1 საათია; მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან ხშირად გადის, 1–1,5 საათი.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი (E60) მცხეთის გავლით.
სად დავრჩეთ: პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები ცენტრში; ბევრი ერთი დღით ჩამოდის თბილისიდან.
რა წავიღოთ: მოხერხებული ფეხსაცმელი უფლისციხისთვის, ზაფხულში — ქუდი და წყალი; ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგად მუშაობს.