national delicacy

მოირონინე ღორინამკალი და კოდიწყარო 22-23 მაისს

  • ID: 62689
  • ნახვები: 1196
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/05/21
    დაბრუნება
    • 23/05/21
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი #რონინი გთავაზობთ ორ დღიან ტურს შიდა ქართლში, ღორინამკალის მთისა და კოდიწყაროს ტბის მოსანახულებლად  მაისი საუკეთესო დროა ამ ადგილების დასალაშქრად 

ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...

 

 

 შეკრების ადგილი და დრო:
 დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე, ლუკოილსა და გალფს შორის)
 შეკრების დრო: 06:50 სთ.
 გასვლა: 07:00 სთ.

 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი

 

 

 ლაშქრობის დეტალური აღწერა:
 1 დღე : ჩვენი ტრანსპორტით მივალთ სოფელ ცხრამუხამდე საიდანაც დაიწყება ლაშქრობა ღორინამკალის მთისკენ 
სასიამოვნოდ გასავლელი ბილიკის შემდეგ დავბანაკდებით მთის ძირში არსებულ საბანაკეზე. ვისაც სურვილი ექნება კარვების გაშლის შემდეგ ავა მთაზე და დატკბება მზის ჩასვლის ხედებით.
საბანაკეზე წყალი არ არის თუმცა გზად გვექნება წყლის ავსების შესაძლებლობა.

 2 დღე: დილის საუზმის შემდეგ ავალთ ღორინამკალის მთაზე საიდანაც საოცარი ხედები იშლება შიდა ქართლზე  ხედებით ტკბობისა და "ფოტოსესიის" შემდეგ ავშლით კარვებს და გავემართებით კოდიწყაროს ტბისკენ, ტბის პირას სურვილის შემთხვევაში პიკნიკის მოწყობაც შეგვიძლია, შემდეგ კი სასიამოვნოდ დაღლილები გავემართებით ჩვენი ტრანსპორტისაკენ...

 

 

 მარშრუტის სირთულე:
საშუალო

ფეხით გასავლელი მანძილი :
1 დღე: 12 კმ.
2 დღე: 7 კმ.

 

 

 ფინანსური ნაწილი:
 მიკროავტობუსის შემთხვევაში 35ლ.
 ჯიპის შემთხვევაში 40 ლ.
 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება: ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
 თანხის ჩარიცხვას დაუყოვნებლივ გვატყობინებთ

 

 

 ფასში შედის:

 ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
 გამყოლი
 ფოტოგადაღება
 განთავსება კარავში თუ თქვენ ვერ უზრუნველყოფთ
 პრიმუსი - ჩაისა და ყავის მოსამზადებლად

 

 

 ფასში არ შედის:

 კვება - საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ვიკვებებით ერთად. 
 საძილე და საგებელი

 

 

 რა ჩავიცვა?!
სალაშქრო ფეხსაცმელი და მოსახერხებელი ტანსაცმელი
 თან იქონიეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის 

 ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი

 

 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/05/21
    დაბრუნება
    • 23/05/21