ბატეთის ტბა-ძამას ხეობის მონასტრები! ივნისს, შაბათს

ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაქარელი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID62671

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ერთად გავატაროთ გაზაფხული ძამას ხეობაში
გამწვანებული ბატეთის ტბა ხომ ულამაზესია

გინდა მოწყდე ხმაურიან თბილისს და განიტვირთო სრულ სიმშვიდეში?
გინდა სასიამოვნოდ გაატარო დასვენების დღე?

მაშიიინ....
შემოგვიერთდი, ერთად მოვილოცოთ მონასტრები, ბოლოს კი ერთად განვიტვირთოთ ბატეთის ტბაზე, სიმშვიდესა და სიმწვანეში

ფეხით გასავლელი მანძილი-
7 კილომეტრი, (სირთულე-ადვილი)
5კმ ბატეთის ტბაზე.
2კმ მზოვრეთის მონასტერზე , (ასევე შეგიძლიათ ჯიპის დაქირავებაც)

ასევე მოვილოცავთ:
ყინწვისის ღვთისმშობლის ანსამბლს
სარკინეთის შიო მღვიმელის
სახელობის კლდეში ნაკვეთ ულამაზეს ეკლესიას
მზოვრეთის მამათა მონასტერს

შემდეგ გავემართებით ბატეთის ტბაზე, მიკროავტობუსებს გავაჩერებთ ტბეთის გადასახვევთან და გავუყვებით გზას ტბისკენ.
გზაში ძალიან სასიამოვნო ადგილებს გავივლით და 1 საათში უკვე ტბაზე ვართ, სადაც გადავიღებთ ფოტოებს განტვირთვისთვის
სასურველია წავიღოთ პარალონები ძირს დასაგებად და ტბის ხედით დავტკბეთ

თან ვიქონიოთ საჭმელი, ან ქარელში ვიყიდით სამწვადეს სურვილისამებრ და პიკნიკს გავმართავთ
მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა მონასტრებში შესასვლელად უნდა ჩაიცვათ , ან თან წამოიღოთ კაბები.
ჩაიცვით მოსახერხებელი/სალაშქრო ფეხსაცმელი, რომ სიარული არ გაგიჭირდეთ

გასათვალისწინებელი პირობები:

არ ვყრით ნაგავს
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს სალაშქრო სვლის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწსიტყვაობთ

ტრანსპორტირება კომფორტული, გამართული მიკროავტობუსით, გამოცდილი მძღოლის მომახურება
პროფესიონალი გამყოლი

კვება (ინდივიდუალურია) , ყველას მოგვაქვს სახლიდან 1 დღის სამყოფი საკვები.

გასვლის დრო:
დილის 7საათი.
ჩამოსვლის დრო:
საღამოს 7 საათი
გასვლის ადგილი:
თბილისი, მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი.
.
----------------------
, ბაკური
, მარიამი

ქარელი — რა ტურებს გთავაზობთ

ქარელის ტაძრებს ჩვეულებრივ გორისა და უფლისციხის ტურს ან ბორჯომისკენ მიმავალ მარშრუტს ვუმატებთ — ტრანსპორტით და გიდით. დღეს და ტემპს თქვენ ირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ვაშლისა და ატმის მოსავლის დრო, 18–24°.
ივლის-აგვისტოში ცხელა, 30°-ზე მეტი.
ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია; ყინწვისამდე გზა ჩვეულებრივ სავალია.

რა ვნახოთ

  • ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი, სადაც თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკული პორტრეტია
  • რუისის საკათედრო ტაძარი — ძველი საეპისკოპოსო ტაძარი, ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში
  • ურბნისი — ანტიკური ქალაქის ნაშთები და VI საუკუნის ბაზილიკა
  • სამწევრისი — VII საუკუნის პატარა გუმბათოვანი ეკლესია ხეობის თავზე
  • ძამას ხეობა — ტყიანი ხეობა სოფლებითა და ძველი ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 95 კმ-ია, 1,15–1,5 საათი; გორიდან — 20 კმ-მდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია; დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელიც ჩერდება ქარელში.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: E60 მაგისტრალი გორის გავლით; ქარელი ტრასიდან ცოტა ჩრდილოეთითაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; მეტი არჩევანია გორსა და ბორჯომში.
რა წავიღოთ: ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია.

ქარელი: გზამკვლევი
ქარელი

ხშირი კითხვები

რა არის ქარელთან აუცილებლად სანახავი?
ყინწვისის მონასტერი და მისი ფრესკები. თუ დრო გაქვთ, დაამატეთ რუისი და ურბნისი — ორივე ახლოსაა.
შეიძლება ქარელი ბორჯომის გზაზე ჩავრთოთ?
კი, ქარელი თბილისი–ბორჯომის გზაზეა. ყინწვისზე გადახვევას 1–2 საათი დასჭირდება.
როდის არის ხილის მოსავალი?
ატამი ძირითადად ივლის-აგვისტოშია, ვაშლი — სექტემბერ-ოქტომბერში. ამ დროს გზისპირა ბაზრობებზე ხილი ბევრია.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.