national delicacy

3 დღიანი ტური სვანეთში! 2-3-4 ივლისი

  • ID: 62669
  • ნახვები: 1158
complogo
ჯითიჯი ტური
დამატებითი ინფორმაცია

110 ლარად სვანეთის სეზონი იწყება!!!!

სრული სეზონი, ოქტომბრის ბოლომდე ყველაზე დაბალ ფასად!!!

შემოგვიერთდით! ზღაპრულ სეზონს ვიწყებთ, სვანეთის სრული ზონა მხოლოდ ჩვენთან 

GTG TOUR გთავაზობთ 3 დღიან ტურს 
მოგზაურობის თარიღი:
 2-3-4 ივლისი

სასწაული ადგილი და სასწაული სილამაზე, ეს სვანეთია 
მართლაც სამოთხე დედამიწაზე, საოცარი კუთხე - ბუმბერაზი მთებისა და კოშკების საუფლო   
სვანეთი თავისი იდუმალებით, მიუკარებელი და ამაყი  ბევრჯერ უნდა გაოცდე, ბევრჯერ აღფრთოვანდე 

#ხედი #ბუნება #განწყობა #ისტორია , და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები

პარასკევს, შაბათს და კვირას გელოდებით 3 დღიან დაუვიწყარ ტურზე, კეთილმოწყობილი სასტუმროებით და მაღალი კლასის ტრანსპორტით 
და, რაღა თქმა უნდა, ყველაზე შთამბეჭდავი პროგრამა   

ტურის პროგრამა:
დღე 1
 ენგურის ხეობა
 ენგურის კაშხალი
 ჩანჩქერი ენგურის ხეობაში
 მესტია
 ჰაწვალი
 ჰეშკილის ქოხები
 ეთნოგრაფიული მუზეუმი
 საღამოს გასეირნება მესტიაში
 დაბინავება სასტუმროში.

დღე 2
 სიყვარულის კოშკი
 კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარი
 სოფელი ჩაჟაში
 სოფელი უშგული
 უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი(დროის დარჩენის შემთხვევაში)
 ლამარიას მონასტერი
 ჯიპტური შხარაზე
 მყინვარი შხარა
 ენგურის სათავე
საღამოს დაბრუნება მესტიაში
 დაბინავება სასტუმროში

დღე 3
 ხერგიანების მუზეუმი
 მესტიის საკათედრო ტაძარი
 იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი
 ზუგდიდის დადიანების სასახლე
 საღამოს დაბრუნება თბილისში

ტურის ღირებულება -  ლარი
ღირებულებაში შედის:
ტრანპორტირება კომფორტული,გამართული მიკროავტობუსით,გამოცდილი მძღოლის მომსახურება 
ღამისთევა საოჯახო სასტუმროში, 2 ღამე. ( 2-3-4 ადგილიან ნომრებში )
გიდის მომსახურება

ღირებულებაში არ შედის:
საუზმე, ვახშამი, რომელიც ინდივიდუალურია, ყველას მიგვაქვს საგზალი და ლანჩ–პაკეტი.
შეგვიძლია ადგილზე მოვამზადებინოთ ვახშამი და საუზმე, სასტუმროში ყველა პირობა გვაქვს ამისთვის.
 მუზეუმების მოსაკრებელი (15ლარი) და საბაგიროს თანხები(14ლარი)
ჯიპტური შხარაზე და უშგულში. (ჯამში-40ლარი)

გასვლა თბილისიდან, მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელიდან, დილის 4საათზე

გასათვალისწინებელი პირობები:
 არ ვყრით ნაგავს
 არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში და არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს
 ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
 არ ვბილწვსიტყვაობთ
 ვიცვამთ სპორტულად, და ფერადად, რომ გადავიღოთ კარგი ფოტოები  ))
 მოგვაქვს ბუშტები და სხვა ლამაზობები  (ისევ ფოტოებისთვის  )
 ცუდ განწყობას ვტოვებთ თბილისში ! .


მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ვმგზავრობთ პირბადით
 ტრანსპორტი ტურში წამოსვლამდე გადის შემოწმებას და უტარდება დეზინფექცია
 ტურში წამოსვლამდე ტარდება თერმოსკრინინგი(ტემპერატურის კონტროლი)
უზრუნველყოფილი იქნებით სადეზინფექციო ხსნარით

-------------------------
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

595-41-22-35, მარიამი

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე110.00
ჯითიჯი ტური