ამწვანებული ბატეთი
ფოტო: Archil sutiashvili · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ხანგრძლივობა: 1 დღე
მოსანახულებელი ადგილები:
ყინწვისის ეკლესია
ორთუბნის დედათა მონასტერი
ბატეთის ტბა
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით;
ფოტო გადაღება;
ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი მეგზური.
კვება (მოგვაქვს ერთი დღის სამყოფი საკვები და მოვაწყობთ ერთობლივ პიკნიკს).
ფეხით გასავლელი სრული მანძილი:
6 კილომეტრი
სირთულე: საშუალო.
შეკრების და გამგზავრების დრო:
რუსთავი: 06:00 მაკდონალდსის პარკინგი.
თბილისი: 07:00 სპორტის სასახლე (სპარი)
გაითვალისწინეთ:
პირბადე
სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება
ქუდი
კომფორტული ტანსაცმელი
კომფორტული ფეხსაცმელი
ზურგჩანთა
საწვიმარი (ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე ზოგჯერ ამინდი ცვალებადია)
თბილი მოსაცმელი
ერთი დღის სამყოფი საკვები
წყალი
სიყვარული და კარგი განწყობა
სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:
- შეკრების ადგილზე მივდივართ შეთანხმებულ დროს.
- ტურის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორებს და ასრულებს მათ მითითებებს.
- ვჩერდებით ყველა ერთად, შეთანხმებულ ადგილზე.
- ვზრუნავთ ერთმანეთზე
- ვზრუნავთ გარემოზე
- ერთად ვქმნით ეკომეგობრულ ატმოსფეროს.
თანხის ჩარიცხვა:
აუცილებელია ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე. შეთანხმების შემდეგ, ჩარიცხული თანხა უკან არ დაბრუნდება.
ბანკის კოდი: BAGAGE22
ნატა
ეკო
თამარი
Discover, Love And Save Environment!
აღმოაჩინე, შეიყვარე და გაუფრთხილდი გარემოს!
ქარელი — რა ტურებს გთავაზობთ
ქარელის ტაძრებს ჩვეულებრივ გორისა და უფლისციხის ტურს ან ბორჯომისკენ მიმავალ მარშრუტს ვუმატებთ — ტრანსპორტით და გიდით. დღეს და ტემპს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ვაშლისა და ატმის მოსავლის დრო, 18–24°.
ივლის-აგვისტოში ცხელა, 30°-ზე მეტი.
ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია; ყინწვისამდე გზა ჩვეულებრივ სავალია.
რა ვნახოთ
- ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი, სადაც თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკული პორტრეტია
- რუისის საკათედრო ტაძარი — ძველი საეპისკოპოსო ტაძარი, ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში
- ურბნისი — ანტიკური ქალაქის ნაშთები და VI საუკუნის ბაზილიკა
- სამწევრისი — VII საუკუნის პატარა გუმბათოვანი ეკლესია ხეობის თავზე
- ძამას ხეობა — ტყიანი ხეობა სოფლებითა და ძველი ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 95 კმ-ია, 1,15–1,5 საათი; გორიდან — 20 კმ-მდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია; დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელიც ჩერდება ქარელში.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 მაგისტრალი გორის გავლით; ქარელი ტრასიდან ცოტა ჩრდილოეთითაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; მეტი არჩევანია გორსა და ბორჯომში.
რა წავიღოთ: ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია.