national delicacy

ვაშლოვანი - მიჯნისყურე / დღიანი ჯიპ ტური

  • ID: 62625
  • ნახვები: 2001
complogo
მოლაშქრეთა კლუბი "ზუმი" / ZooM Hiking
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/05/21
    დაბრუნება
    • 16/05/21
დამატებითი ინფორმაცია

 15-16 მაისს, გთავაზობთ ორ დღიან სათავგადასავლო ჯიპ-ტურს ვაშლოვანის ეროვნულ პარკში. რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი და ეგზოტიკური ბუნებით. შესაძლებლობა გაქვთ ერთ დღეს მოინახულოთ ამწვანებული მდელოები, უდაბნოები და აფრიკული სავანა. ულამაზესი ხეობები. ველური სიცოცხლით სავსე ვაშლოვანის ქვაბული, რომელიც მორთულია რელიქტური ხე-მცენარეებით – დიდრონი საკმლის ხეებითა და მარადმწვანე ღვიებით. ბედლენდების ვრცელი მასივი, რომელსაც “ალესილებს” უწოდებენ. ბოლოს კი ალაზნის ჭალა და მიჯნისყურე.

მოსანახულებელი ადგილები:
 ელიას მონასტერი
 შირაქის სამხედრო აეროდრომი
 მერცხლების ქალაქი
 პანტიშარას ხეობა
 ექოს გადასახედი
 უსახელოს გადასახედი
 ალესილები
 მიჯნისყურე
 ტახის წყალი
 არწივის ხეობა

ფეხით გასავლელი ფაქტიურად არ გვაქვს. მარშუტი რთულია მანქანისათვის, მარტივი ადამინებისათვის.

 

 შეკრება: 15 მაისი, დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელთან
 06:30 საათზე
 07:00 საათზე გასვლა.

09:30 საათზე ჩავდივართ დედოფლისწყაროში, გავივლით რეგისტრაციას ვიზიტორთა ცენტრში და ელიას მონასტერიდან ვიწყებთ მონახულებას.
 დღის ბოლოს ჩავდივართ მიჯნისყურეში და ვშლით ბანაკს.

დაბრუნება: 16 მაისს
 19:00 საათზე დაბრუნება თბილისში.

 

 ტურის ღირებულება: !
ღირებულებაში შედის :
 კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა მაღალი გამავლობის Mitsubishi Delica 4x4 მანქანით (7 ადამიანი)
 დაცულ ტერიტორიაზე შესვლის საფასური .
 დაცულ ტერიტორიაზე კარვის გაშლის და ღამისთევის საფასური .
 მანქანით შესვლის ღირებულება.
 კარავი და პარალონი.
 საძილე აუცილებლად იქონიეთ საკუთარი!

 

 მიჯნისყურეში ჩასასვლელად აუცილებელია საშვების დამზადება. ამიტომ პარასკევს 13:00 საათამდე ჯგუფი უკვე დაკომპლექტებული უნდა იყოს.
Აუცილებლად იქონიეთ პირადობის მოწმობები.

 ორი დღის Საკვები ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად და მივირთმევთ ერთად საპიკნიკე ადგილებზე.
წამოიღეთ სასმელი წყალი.
 ჩაიცვით კომფორტულად და ტურის შესაფერისად.

 ადგილების დასაჯავშნად და სიაში ჩასაწერად აუცილებელია თანხის ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი: 
თიბისი ბანკი: 
მიმღები: მინდია ლომიძე
ან პირადი ნომრით ExpressPay-ს ან TbcPay-ს აპარატიდან: 41

 P.S ტურამდე 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება 
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს ტურის განრიგი.
 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე:
  მინდია

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი "ზუმი" / ZooM Hiking
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/05/21
    დაბრუნება
    • 16/05/21