ტური ვარძიაში

ფოტო: Bernard Gagnon · CC BY 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0; Jaba1977, improvements by Giorgi Balakhadze · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაასპინძა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID62607

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურის აღწერა:
გასვლა 08:00 რუსთაველი (ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია)

ვარძიის კომპლექსი
ხერთვისის ციხე
ბორჯომის პარკი
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
სატრანსპორტო მომსახურება (კომფორტული მიკროავტობუსი)
გამოცდილი გამყოლი
ფოტო გადაღება (ინდივიდუალური ფოტოსესია )
ტურის დაწყებამდე მოხდება თითოეული წამოსვლელის,გიდის და ასევე მძღოლის თერმოსკრინინგი.
სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში ტურისტი ავტომატურად მოიხსნება ტურიდან (დარიცული თანხა უკან არ ბრუნდება)
ტრასპორტში იქნება სადეზინფექციო საშუალება .
ტურის მიმდინარეობისას თან უნდა იქონიოთ პირბადე.
ტურში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
ნინი

ასპინძა — რა ტურებს გთავაზობთ

ასპინძა ვარძიის ტურის ბუნებრივი გაჩერებაა: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ხერთვისი და ვარძია, სურვილისამებრ ღამისთევა ხეობაში. ერთდღიანსაც და ორდღიანსაც მოვაწყობთ, როგორც მოგიხერხდებათ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ხეობაში სეირნობისა და ვარძიის კიბეებისთვის სასიამოვნო ამინდია.
ზაფხულში დღისით 30°-მდე თბება, ზამთარი ცივი და მშრალია.

რა ვნახოთ

  • ასპინძის ბრძოლის მემორიალი — 1770 წლის ბრძოლის ადგილი, სადაც ერეკლე II-მ ოსმალები დაამარცხა
  • ხერთვისის ციხე — კლდეზე შემდგარი ციხე მტკვრისა და ფარავნის შესართავთან
  • ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ქალაქი, ქალაქიდან 30 კმ-ში
  • ვანის ქვაბები — ვარძიაზე ძველი გამოქვაბული მონასტერი იმავე ხეობაში
  • მტკვრის ხეობა — რაფტინგი გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 235 კმ-ია, 3,5–4 საათი. საზოგადოებრივი ტრანსპორტით — მარშრუტკით ახალციხემდე, იქიდან ვარძიის მიმართულების მარშრუტკით ან ტაქსით, დაახლოებით ნახევარი საათი.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ბორჯომი–ახალციხის გზით, შემდეგ ვარძიის მიმართულებით; ასფალტი კარგია.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე გესტჰაუსია, მეტი არჩევანი — ვარძიისკენ, ხეობის სოფლებში.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი, ზაფხულში — ქუდი და წყალი.

ასპინძა: გზამკვლევი
ასპინძა

ხშირი კითხვები

ღირს ასპინძაში ღამის გათევა?
თუ ვარძიას დილით, ხალხამდე ნახვა გინდათ, კი. ქალაქი თვითონ პატარაა და მშვიდი.
რამდენი დრო სჭირდება ვარძიას?
2–3 საათი, ბევრი კიბითა და გვირაბით. კომფორტული ფეხსაცმელი აუცილებელია.
შეიძლება თუ არა რაფტინგი?
მტკვარზე ასპინძის მიდამოებში რაფტინგს გაზაფხულიდან ზაფხულის შუამდე აწყობენ, როცა წყალი მაღალია. თარიღი წინასწარ უნდა დაზუსტდეს.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.