მოლაშქრეთა კლუბი #რონინი გთავაზობთ ორ დღიან ტურს ვაშლოვანის ეროვნულ პარკში რომელიც ამ სეზონზე განსაკუთრებით ლამაზია და თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ აუცილებლად შემოგვიერთდით
ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...
წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ტური გადაიდება
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 06:45 სთ.
გასვლა: 07:00 სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
1. შირაქის ველი
2. საკმლის ხეების ტყე
3. უსახელოს გადასახედი
4. მიჯნისყურე
5. მდინარე ალაზანი გასაოცარი ჭალებით
6. ვაშლოვანი
მარშრუტის სირთულე:
მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი :
ჯამში 16 კმ.
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 60 ლ.
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება: ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
თანხის ჩარიცხვას დაუყოვნებლივ გვატყობინებთ
ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება
განთავსება კარავში თუ თქვენ ვერ უზრუნველყოფთ
პრიმუსი -ცხელი სასმელებისთვის
ფასში არ შედის:
კვება - საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ვიკვებებით ერთად.
ვაშლოვანში ხეტიალის საფასური - 5₾
საკარვე ადგილის გადასახადი - 5₾
ღამისთევა კოტეჯში (თუ კარავი არ გსურთ)- 17₾
საძილე და საგებელი
სავალდებულოა თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
ასევე გასვლის წინა დღეს (პარასკევს დილით) აუცილებლად უნდა გვქონდეს ტურის ყველა მონაწილის პირადობის მოწმობის ფოტო საშვების დასამზადებლად
რა ჩავიცვა?!
სალაშქრო ფეხსაცმელი და მოსახერხებელი ტანსაცმელი
ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი