national delicacy

ბალდის ჩანჩქერები, შურუბუმუ, ინწრა...

  • ID: 62592
  • ნახვები: 2222
complogo
მოლაშაქრეთა კლუბი შარაშია
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/05/21
    დაბრუნება
    • 09/05/21
დამატებითი ინფორმაცია

კლუბი შარაშია გთავაზობთ ტურს სამეგრელოში.

$ - ტურის ღირებულება 65 ლარი.

სანახავი ადგილები:

აბ-ჰესი

კაღუს ჩანჩქერი

ოგურგენჯის ჩანჩქერი

ონიორეს ჩანჩქერი

ტობას ჩანჩქერი

დეიძახის ვოკლუზი

შურუბუმუს მღვიმე

ინწრას კანიონი

ინწრას ჩანჩქერი

ინწრას მეორე ჩანჩქერი

ომუნეს(ყენიას) ჯიხა - სასიგნალო კოშკი

ენგურის თაღოვანი კაშხალი

ტურის ხანგრძლივობა: ორი დღე და ერთი ღამე.

ღამე ვბანაკდებით საოჯახო სასტუმროში

ღირებულებაში შედის:

გამყოლის მომსახურება,

ტრანსპორტირება თბილისიდან კომფორტული მიკროავტობუსით და უკან,

უზრუნველყოფა სამედიცინო პირველადი დახმარების საშუალებებით.

ღამით დასვენება საოჯახო სასტუმროში

ფოტო-ვიდეო გადაღება

ღირებულებაში არ შედის კვება ინდივიდუალურად მოგვაქვს 2 დღის სამყოფი საკვები.

მარშრუტი - საშუალო სირთულის

ფეხით სავალი:

1) პირველ დღეს 12კმ.

2) მეორე დღეს 6 კმ.

ჩანთებს და აღჭურვილობას ვტოვებთ ტრანსპორტში

გასვლა - 8 მაისს 07:00-ზე მეტრო სადგური "დიდუბე" ზედა აღმოსავლელი.

დაბრუნება - 9 მაისს 20:00-ზე

ტურში რეგისტრაციისათვის ვრიცხავთ 30 ლარს წინასწარ, დარჩენილ 35ს გასვლამდე 2 დღით ადრე.

იმისათვის, რომ ტური არ ჩაიშალოს გასვლამდე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თანხა უკან არ ბრუნდება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან ტურის ჩაშლა მოხდა ჩვენ მიერ.

ვიმედოვნებ, ერთად შევქმენით მეგობრულ გარემოს

ვისაც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა გეხერხებათ, წამოიღეთ

ტური შეიძლება ჩაიშალოს:

- ავდრის გამო,

- თუ არ შეიკრიბა მონაწილეთა საჭირო რაოდენობა, რის გამოც ვერ მოხერხდება ტრანსპორტირების ხარჯების გადაფარვა.

ამ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ ჩარიცხული თანხა

გაითვალისწინეთ:

- ტრანსპორტით გადაადგილებისას სავალდებულოა პირბადის გამოყენება.

- მოგვაქვს აუცილებლად ერთი წყვილი გამოსაცვლელი თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სასურველია მაღალყელიანი.

- ონიორეს და ტობას ჩანჩქერებამდე გვიწევს მდინარის გადალახვა რამდენიმე ადგილას.

- მოგაქვთ საწვიმარი ლაბადა.

- არ მოვდივართ ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ.

- ვემორჩილებით ტურის ხელმძღვანელს,

- ალკჰოლის მიღება შესაძლებელია საბანაკო ადგილას, ზომიერად, ტურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

- ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეცვალოს გეგმა და მარშრუტი.

P. S. სხვა რეგიონებიდან მსურველები უნდა დაგვხვდნენ გზად იმ მარშრუტზე სადაც გავივლით, ტრანსპორტს ვქირაობთ თბილისიდან, ამიტომ ადგილის ფასი უცვლელია მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა.

გისურვებთ ლამაზ, დაუვიწყარ დღეებს

ანგარიშის ნომერი - საქართველოს ბანკი: GE84BG0000000997088100

საკონტაქტო ტელეფონი:

598668050, 577717322 თათია

595-27-60-76 ბექა

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
მოლაშაქრეთა კლუბი შარაშია
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/05/21
    დაბრუნება
    • 09/05/21