მოირონინე რაჭა: ჯვარი,მრავალძალი,ჭოლევის ტბა

ფოტო: ალ-ო · CC BY-SA 3.0; ალ-ო · CC BY-SA 3.0; G.N. · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაამბროლაური
ფასიფასი — მოთხოვნით
ID62576

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გთავაზობთ დაუვიწყარ ორ დღეს რაჭაში

ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...

შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 06:15 სთ.

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი

მოსანახულებელი ადგილები:
I დღე:
1. ნაქერალას უღელტეხილი
2. ცხრაჯვარი
3. შაორის წყალსაცავი
4. ნიკორწმინდის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი (1010-1014 წ.)

დაბინავება სასტუმროში და მწვადაობა

II დღე:
1. მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია ( XI ს.)
2. ჭოლევის ტბა (ამ ტბას სიყვარულის ტბადაც მოიხსენიებენ)
3. ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია (1753 წ.)
4. სიყვარულის ჩანჩქერი (თუ ვიყოჩაღებთ და დრო დაგვრჩება)

მარშრუტის სირთულე:
მარტივი
(9 ჯვართან ბოლო მონაკვეთი საშუალო)

ფეხით გასავლელი მანძილი :
ჯამში 8 კმ.

ფინანსური ნაწილი:

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.

თანხა არ ბრუნდება: ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
თანხის ჩარიცხვას დაუყოვნებლივ გვატყობინებთ

1.ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
2.გამყოლი
3.ფოტოგადაღება
4. განთვსება საოჯახო ტიპის სასტუმროში

კვება - საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ვიკვებებით ერთად. სურვილის შემთხვევაში ვაგროვებთ თანხას სამწვადისთვის

ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი

ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი

ამბროლაური — რა ტურებს გთავაზობთ

ტური ამბროლაურსა და მის შემოგარენში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია ხვანჭკარის მარანში და ღამისთევა რაჭაში. ორ-სამდღიან მარშრუტს ონითა და შოვით შეგიდგენთ თქვენთვის სასურველ დღეებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დღისით 18–25°, ოქტომბერში რაჭაში რთველია და ხვანჭკარას კრეფენ.
ივლისი–აგვისტო თბილია, 28–30°-მდე, მაგრამ საღამოს მთიდან გრილი ქარი უბერავს.
ზამთარში თოვლიანია; ქალაქამდე გზა იწმინდება, თუმცა მაღალმთიან სოფლებში მისვლა შეიძლება გაჭირდეს.

რა ვნახოთ

  • ნიკორწმინდა — XI საუკუნის ტაძარი მდიდარი ქვის ჩუქურთმით, ქალაქიდან დაახლოებით 15 კმ-ში
  • ხვანჭკარა — სოფელი, რომლის ვენახებიდანაც ამავე სახელის ნახევრად ტკბილი ღვინო მოდის; მარნებში დეგუსტაციაა
  • შაორის ტბა — ხელოვნური ტბა ნაკერალის ქედზე, ფიჭვნარით და გრილი ჰაერით
  • ბარაკონი — XVIII საუკუნის ტაძარი სოფელ ცესში, ღრმა ხეობის თავზე
  • ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი — რაჭველი მხატვრების ნამუშევრები და ადგილობრივი ეთნოგრაფია
  • რიონის სანაპირო — სასეირნო ადგილი ქალაქის ცენტრთან

როგორ მივიდეთ

თბილისიდან ამბროლაურამდე დაახლოებით 220 კმ-ია, მანქანით 3,5–4 საათი. მარშრუტკა დიდუბის სადგურიდან დადის და 4,5–5 საათი მიდის; ამბროლაურის აეროპორტში ნატახტრის აეროდრომიდან პატარა თვითმფრინავიც დაფრინავს, მაგრამ არა ყოველდღე — განრიგი წინასწარ გადაამოწმეთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ბოლო მონაკვეთი მთის დაკლაკნილი გზაა, ზამთარში საბურავები და ამინდი წინასწარ გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე სასტუმროა, ხოლო ხვანჭკარასა და ახლომდებარე სოფლებში — საოჯახო მარნები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა ტანსაცმელი საღამოსთვის, ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგად მუშაობს, სოფლებში — ცვალებადად.

ამბროლაური: გზამკვლევი
ამბროლაური

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება ამბროლაურს?
ქალაქისთვის, ნიკორწმინდისა და ხვანჭკარისთვის ერთი სრული დღე საკმარისია. შაორისა და ონის დასამატებლად 2–3 დღე დაგეგმეთ.
რა უნდა გავსინჯო რაჭაში?
რაჭული ლობიანი, ლორი და, რა თქმა უნდა, ხვანჭკარა. ბევრ ოჯახურ მარანში ღვინოს იქვე, ქვევრიდან ასხამენ.
გზა ზამთარში გასავლელია?
ამბროლაურამდე ჩვეულებრივ კი, მაგრამ თოვლის შემდეგ უღელტეხილებზე შეიძლება ყინული იყოს. წასვლამდე ამინდს გადახედეთ და ზამთრის საბურავებით იმგზავრეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.