მოირონინე თავკავთა - მწვადაობით ????
ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
(მათთვის, ვინც მწვადსს არ მიირთმევს, შევწვავთ სოკოს ან კარტოფილს )
ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 07:45 სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
1. მაღალაანთ ეკლესია ( XII ს.)
2. თავკავთს წმ.გიორგი სახ. ეკლესია ( XIII ს.)
3. თავკავთას ციხე
4. მდ. კავთურას შემოდგომისფერი ხეობა
5. მწვადაობა მდინარე კავთურას პირას
მარშრუტის სირთულე:
მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი :
4 კმ.
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში
ფინანსური ნაწილი:
ჯიპის შემთხვევაში
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება: ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
თანხის ჩარიცხვას დაუყოვნებლივ გვატყობინებთ
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლი
ფოტოგადაღება
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
სურვილისამებრ სამწვადის, წვენის, პურის, ჭაჭის თანხა (ადგილზე შევაგროვებთ)
თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის.
ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი
კასპი — რა ტურებს გთავაზობთ
კასპის მონასტრები კარგად ერწყმის გორისა და უფლისციხის ერთდღიან ტურს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. მარშრუტს თქვენთვის მოსახერხებელ დღეზე ავაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–24°, მონასტრებამდე ტყის გზები მშრალი და მწვანეა.
ზაფხულში 30°-ზე მეტია — ტაძრების მოსანახულებლად დილა სჯობს.
ზამთარში რკონისა და კვათახევის გზები ყინულიანი და ტალახიანი შეიძლება იყოს.
რა ვნახოთ
- სამთავისი — XI საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი მდიდრულად მორთული აღმოსავლეთის ფასადით, ტრასასთან
- ერთაწმინდა — XIII საუკუნის ტაძარი ფასადის ორნამენტებითა და შიდა მოხატულობით
- კვათახევის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი ტყიან ხეობაში
- რკონის მონასტერი — ტყეში მიმალული მონასტერი და XII საუკუნის თაღოვანი ქვის ხიდი
- მტკვრის სანაპირო — სასეირნოდ ქალაქის ცენტრთან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 50 კმ-ია, 45–60 წუთი. კასპში ჩერდება ელმატარებელი და დასავლეთისკენ მიმავალი ზოგი მატარებელი; მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, დაახლოებით 1 საათი.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 მაგისტრალი; სამთავისი პირდაპირ ტრასის პირასაა, კასპი კი მტკვრის მეორე ნაპირზე.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; ბევრი თბილისიდან ერთი დღით ჩამოდის ან გორში ჩერდება.
რა წავიღოთ: მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო; რკონისთვის — სასეირნო ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია, ტყის მონასტრებთან — სუსტი.