ფიტარეთი, ხულუტის და ქვეშის ციხე

ფოტო: Gaga.vaa · CC BY-SA 4.0; Gaga.vaa · CC BY-SA 4.0; Image by Georgia Pictures from Pixabay · CC0 · Wikimedia Commons

მიმართულებადმანისი, ბოლნისი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID62552

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი

•გზად გავივლით და მოვინახულებთ:

ცურტავის ქოლაგირის ციხე
ქვეშის ციხე

ხულუტის ციხე
ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი XII-XIII ს.

ტანძია, სულხან-საბა ორბელიანის სახლ მუზეუმი

პიკნიკი ტანძიაში

ბოლნისის სიონის ტაძარი. (სამნავიანი ბაზილიკა V ს.)
•აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
არ ვაბინძურებთ გარემოს და ტრანსპორტს (არ ვყრით ნაგავს)
არ ვბილწსიტყვაობთ
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში და ლაშქრობის დროს!
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი, საწვიმარი და თბილი მოსაცმელი
ვემორჩილებით გიდს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გიდი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
•მგზავრობაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
გიდი!
•კვება. ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები.
გასვლის დრო: - დილის 07:30 სთ.
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
-თამარი
-თამარი

დმანისი — რა ტურებს გთავაზობთ

დმანისის ტური ერთდღიანი ექსკურსიაა თბილისიდან: ტრანსპორტი, გიდი არქეოლოგიურ ძეგლსა და ნაქალაქარში, გზად ბოლნისის სიონი და, სურვილისამებრ, წუღრუღაშენი. მარშრუტს თქვენთვის მოსახერხებელ დღეს მოვაწყობთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი: 18–25°, ხეობა მწვანეა და ნაქალაქარში სიარული სასიამოვნოა.
დმანისი ზღვის დონიდან მაღლაა, ამიტომ ზაფხულში თბილისზე გრილია; გათხრები ჩვეულებრივ თბილ სეზონზე მიმდინარეობს.
ზამთარში ცივა, თოვს, ღია ცის ქვეშ მდებარე ძეგლების დათვალიერება კი რთულდება.

რა ვნახოთ

  • დმანისის არქეოლოგიური ძეგლი — ევრაზიაში უძველესი ადამიანის (დაახლოებით 1,8 მილიონი წლის) ნაშთების აღმოჩენის ადგილი, საგამოფენო პავილიონით
  • დმანისის ნაქალაქარი — აბრეშუმის გზის შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევები: აბანოები, მარნები, ქუჩები და ციტადელი
  • დმანისის სიონი — VI საუკუნის ბაზილიკა, XIII საუკუნის მოჩუქურთმებული კარიბჭით
  • მაშავერას ხეობა — კლდოვანი ხეობა, საიდანაც ნაქალაქარი კონცხზე ჩანს
  • ბოლნისის სიონი — V საუკუნის ტაძარი უძველესი ქართული წარწერით, დმანისისკენ მიმავალ გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მარნეულისა და ბოლნისის გავლით დაახლოებით 90–100 კმ-ია (1,5–2 საათი). თბილისიდან დმანისამდე მარშრუტკა დადის, მაგრამ ნაქალაქარამდე და არქეოლოგიურ ძეგლამდე მისასვლელად მანქანა ან ტური სჯობს.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან მარნეულისა და ბოლნისის გავლით ასფალტზე; ნაქალაქარამდე ბოლო მონაკვეთი მოკლე და ვიწროა.
სად დავრჩეთ: ქალაქსა და მიდამოებში რამდენიმე გესტჰაუსია; უმეტესობა თბილისიდან ერთ დღეში ჩადის.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი ქვიანი ნაქალაქარისთვის, ქუდი და წყალი; ეკლესიისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ხეობაში ადგილ-ადგილ სუსტდება.

დმანისი: გზამკვლევი
დმანისი

ხშირი კითხვები

რა არის დმანისის აღმოჩენა და რატომ არის მნიშვნელოვანი?
აქ ნაპოვნია დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინ მცხოვრები ადამიანების თავის ქალები — აფრიკის გარეთ ერთ-ერთი უძველესი. აღმოჩენამ შეცვალა წარმოდგენა იმაზე, როდის დატოვა ადამიანმა აფრიკა.
ღიაა ძეგლი მთელი წლის განმავლობაში?
ნაქალაქარი და სიონი ღია ცის ქვეშაა და წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ. საგამოფენო პავილიონისა და მუზეუმის საათები სეზონის მიხედვით იცვლება, ამიტომ წინასწარ გადაამოწმეთ.
რამდენი დრო სჭირდება?
ძეგლს, ნაქალაქარსა და სიონს 2–3 საათი სჭირდება. ბოლნისის სიონთან ერთად ეს სრული ერთდღიანი გასვლაა თბილისიდან.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.