არწივის ხეობა აპრილი

ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Paata vardanashvili · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებადედოფლისწყარო
ფასიფასი — მოთხოვნით
ID62536

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

თუ ჯერ არ ყოფილხარ ზღაპრულ ადგილას ეს დღე არ უნდა გამოტოვო!
შეგახსენებთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

???? გთავაზობთ ერთდღიან ტურს არწივის ხეობაში

???? ტრანსპორტირება ვიპ კლასის მიკროავტობუსით ????
???? გიდის მომსახურება????
საფასურში არ შედის კვება, ყველას მოგვაქვს ინდივიდუალური საკვები საერთო პიკნიკისთვის.

გასვლის დრო 7:00 საათი
დაბრუნების დრო: 19:00 საათი

????ტურის აღწერა

????ხორნაბუჯის უძველეს ციხე - წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როდესაც აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა
????ელიას მთას და ელია თეზბიტელის ტაძარს - მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს სამხრეთ ნაწილში, ორმწვერვალიან კირქვის მთაზე. ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს

???? არწივის ხეობას- ადგილი, რომელიც გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი
???? სიღნაღი ( თავისუფალი დროის შემთხვევაში)
????გადავიღებთ უამრავ ფოტოს საოცარი ხედების ფონზე ????????????
????19:00 საათზე დავბრუნდებით თბილისში

საყურადღებო
????საგზალი და კარგი განწყობა მოგვაქვს სახლიდან
???? ტურზე ნასვამ მდგომარეობაში არ მოვდივართ
???? მოგვაქვს ყველას ინდივიდუალური პირბადე
????მოგვაქვს სალაშქრო ფეხსაცმელი
???? მოგვაქვს საწვიმარი
???? ნებადართულია ნებისმიერი მუსიკალური ინსტრუმენტის ( გიტარა, ფანდური) წამოღება
???? კვებისთვის გავჩერდებით საპიკნიკე ადგილებში

ვინც ერთხელ მაინც არის ჩვენთან ერთად ნამყოფი, დაგვეთანხმება, რომ კარგი განწყობა, გართობა და პოზიტივი გარანტირებულია.

???? + 842 ან viber/whatsup
© ბედნიერება მოგზაურობაშ

დედოფლისწყარო — რა ტურებს გთავაზობთ

დედოფლისწყაროს ტური ჩვეულებრივ ჯიპ-ტურია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ხორნაბუჯი და ვაშლოვანი, თუ საჭიროა — ღამე ქოხში ან გესტჰაუსში. მარშრუტს სეზონისა და თქვენი დღეების მიხედვით გავწერთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი (18–25°, ყვავილოვანი სტეპი, ფრინველების გადაფრენა) და ოქტომბერი, როცა სიცხე ნელდება.
ივნისიდან სექტემბრამდე ვაშლოვანში 35–40°-მდე ცხელა: გასვლა დილით ადრე უნდა დაგეგმოთ, შუადღე კი ჩრდილში გაატაროთ.
ზამთარში ქალაქი ცარიელია, ქარიანი და ცივი; ვაშლოვანის გრუნტის გზები წვიმის შემდეგ ტალახიანდება.

რა ვნახოთ

  • ხორნაბუჯის ციხე — კლდეზე შემორჩენილი შუა საუკუნეების ციხე, ქალაქიდან 4 კმ-ში, შირაქის ველის ხედით
  • არწივის ხეობა — მოკლე ბილიკი კანიონში, სადაც ორბები და მტაცებელი ფრინველები ბუდობენ
  • დედოპლის მინდორი — ძველი ტაძრების კომპლექსის ნაშთები, ქრისტეშობამდე პერიოდის
  • ვაშლოვანის ეროვნული პარკი — ბედლენდები, ფისტის ტყე და ალაზნის ჭალა აზერბაიჯანის საზღვართან
  • თახტი-თეფას ტალახის ვულკანები — პატარა მოქმედი ვულკანები ვაშლოვანის გზაზე
  • ჩაჭუნა — დაცული ტერიტორია იორის ჭალით, ფრინველებზე დაკვირვებისთვის

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან საგარეჯოს, ბაკურციხისა და წნორის მიმართულებით დაახლოებით 130–140 კმ-ია (2,5 საათი). მარშრუტკა სამგორის (ისნის) სადგურიდან გადის; ვაშლოვანში კი ჯიპ-ტური ან საკუთარი 4x4 დაგჭირდებათ.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: საგარეჯოსა და ბაკურციხის გავლით ასფალტია; ვაშლოვანის სიღრმეში მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით (4x4) შეხვალთ.
სად დავრჩეთ: ქალაქში — რამდენიმე გესტჰაუსი; ვაშლოვანის ეროვნულ პარკს ვიზიტორთა ცენტრი და ქოხები აქვს.
რა წავიღოთ: ბევრი წყალი, ქუდი და მზის კრემი; ვაშლოვანში მაღაზია და საწვავი არ არის.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, პარკის სიღრმეში სიგნალი თითქმის არ არის.

დედოფლისწყარო: გზამკვლევი
დედოფლისწყარო

ხშირი კითხვები

შეიძლება ვაშლოვანში ჩვეულებრივი მანქანით შესვლა?
ხორნაბუჯამდე და ქალაქამდე — კი. ვაშლოვანის სიღრმეში გრუნტისა და ქვიშის გზებია, ამიტომ 4x4 და პარკის ვიზიტორთა ცენტრში რეგისტრაცია გჭირდებათ.
რამდენი დღე სჭირდება?
ხორნაბუჯი და არწივის ხეობა ერთ დღეში ჯდება. ვაშლოვანისთვის, ალაზნის ჭალისა და ტალახის ვულკანების ჩათვლით, სჯობს ორი დღე ერთი ღამით.
რამდენად ცხელა ზაფხულში?
ივლის–აგვისტოში ვაშლოვანში 35–40° ჩვეულებრივია. ამ დროს გასვლა მზის ამოსვლისთანავე დაიწყეთ და საკმარისი წყალი იქონიეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.