national delicacy

თოვლიანი ჯავახეთი - გაყინული ტბები

  • ID: 62499
  • ნახვები: 887
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/04/21
    დაბრუნება
    • 04/04/21
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე“
4 აპრილს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ტურს თოვლიან ჯავახეთში - ქართულ ანტარქტიდაში. ერთად ჩამოვიტანოთ ყველაზე, ყველაზე გაყინული ფოტოები და ქუნქულა ემოციები 

1. ფარავნის ტბა - ზამთარში ტბა იყინება და ყინულის სისქე ერთ მეტრამდე აღწევს. ასე რომ ყინულზე სრიალის მოყვარულებო, ფარავანი გელით. ფართობით საქართველოში ყველაზე დიდი ტბა.
2. ფოკის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი - 1992 წ.
3. ფოკის წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტერი -
( სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში ).
4. საღამოს ტბა
5. გორელოვკა - დუხაბორების ეთნოგრაფიული მუზეუმი

კომენდანტის საათის გამო თუ დრო დაგვრჩა (თბილისში უნდა დავბრუნდეთ 19:00 სთ) დავამატებთ:

 

 ტურის ღირებულება: 25 ლარი

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი
 598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
6:45 სთ. გავდივართ 7:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 თბილისში დაბრუნება 19:00 საათიდან 19:30 საათამდე. (კომენდანტის საათის გათვალისწინებით).

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
 ყავა, ჩაი (პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს).

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. დილით არ გავჩერდებით მაღაზიასთან, დრო რომ არ დავკარგოთ.
საკვები, წყალი, სიგარეტი და ა.შ. რაც ერთი დღისთვის დაგჭირდებათ, გთხოვთ შეიძინოთ წინასწარ.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი, პირბადე
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ხელთათმანები.
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/04/21
    დაბრუნება
    • 04/04/21