სამშვილდე ფარცხისი ასურეთი
ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
სამშვილდე მისტიური, ჯადოსნური, სევდიანი ქალაქი,რომელიც დროის ბილიკებზე დაგატარებს და გაგრძნობინებს იმას, რაც იმ დრომდე არასოდეს გინახავს და გიგრძვნია. ქალაქი, უცნაური ხმებითა და სურნელით, წარსულის სურნელით.
მიაბიჯებ ცენტრალურ, მთავარ ქუჩაზე, ალაგ–ალაგ გვერდითი, მცირე ქუჩები გხვდება შენაკადებად; თითოეული მათგანი თავისკენ გითრევს, ახალ–ახალ აღმოჩენებს გპირდება. სიჩუმეა. არაფერი გესმის საკუთარი სუნთქვისა და ფეხის ხმის გარდა. დაუწყებთ ძიებას წარსულის უცნაურ აჩრდილებს და ირწმუნებთ, რომ ისინი სადღაც თქვენთან ძალიან ახლოს დგანან. ეს კი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მთელი ცხოვრება გაგყვეთ შეგრძნება, რომელსაც წარსულში მოგზაურობა ჰქვია..
1. სამშვილდის ნაქალაქარი, რომელშიც გაერთიანებულია უამრავი კულტურული ძეგლი:
ისტორიული ხიდი, სასახლეები, ციხე-სიმაგრე, ციტადელი, ნასახლარების ნაშთები, აბანოები, წყლის ავზები, საინტერესო საფლავის ქვები, ძველი ქუჩები, ტეტრალიტი და ეკლესიები: წმ.გიორგის, ღვთისმშობლის მიძინების, წმ.თევდორე მე-12ს, სამშვილდის სიონი მე-8ს, შუა ს.ს. ,,პალატის" ეკლესია, თეოგენიდა - 12ს, სამნავიანი ბაზილიკა, ეკლესია შვერილი აფსიდით.
2. ხრამის და ჭივჭავის კანიონები
3. ფარცხისის ციხე
4. ასურეთი (ელიზაბეტალი) - გერმანული სოფელი და ეკლესია 1871 წ.
ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
5 კმ. გზა არის მარტივი სირთულის.
ანი
ლევანი
VIBER / WhatsApp -
ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.
???? გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი.
2. პირადი აფთიაქი, პირბადე
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი წინდა საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს
ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
დილით ტურის დაწყებამდე გავივლით თერმოსკრინინგს (სიცხის გაზომვა), სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება ტურიდან. ასეთ შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
მგზავრობისას (ტრანსპორტში) აუცილებელია პირბადე.
ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
არ ვყრით ნაგავს
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
სამშვილდე - ნაქალაქარი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. მის მიდამოებში მდებარე გამოქვაბულები, მენჰირები, ნამოსახლარები და მათთან ვრცელი სამაროვნები, არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და III ათასწლეულს. სამშვილდე იხსენიება ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ვითარსი ლაშქრობასთან დაკავშირებით. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა ხოლო მფლობელები "ნათესავით პიტიახშნი" იყვნენ. IX საუკუნის ბოლოს ანისის სამეფოს დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი გურგენი შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.
X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). 1001 წელს სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ გაგიკ I-მა. 1064 სომეხთა მეფემ კვირიკე II-მ ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან ლორეში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.
სამშვილდის ეკონომიკურ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა მთისა და ბარის რაიონების დამაკავშირებელ მაგისტრალზე. XI საუკუნის 60-იან წლებში სამშვილდე ბაგრატ IV-მ დაიბრუნა. 1110 დავით აღმაშენებელმა თურქსელჩუკთაგან გაათავისუფლა და შემოიერთა. XII საუკუნეში სამშვილდეს ორბელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალარის რეზიდენცია იყო.
ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ (1178) უშუალოდ საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა. XIII საუკუნეში მონღოლებმა "ჯერ ძლიერი და მაღალი ციხე სამშვილდე აიღეს და შემდეგ თბილისსაც მოადგნენ". 1440 წელს სამშვილდეს გარს შემოერტყა ჯეჰან-შაჰი. მან მოტყუებით და მუქარით მისი აღება მოახერხა. მან სამშვილდის კარების წინ 1664 ადამიანის თავისაგან მინარა დაადგმევინა. 9400 ტყვე წაიყვანა, ყველა ეკლესია დაანგრია და ქვეყანა აოხრებული დატოვა.
1747 წელს დიდი ბრძოლა გაიმართა სამშვილდეში ერეკლესა და ბატონიშვილ აბდულ-ბეგ იასეს ძეს შორის, რომელმაც თეიმურაზსა და ერეკლეს ქართლის წართმევა მოუნდომა.
ფარცხისის ციხე - ფარცხისის აგების შესახებ ცნობა არ მოიპოვება. მართალია, იგი მატიანეთა ფურცლებზე მხოლოდ ბაგრატ IV-ის (1027 -1072 წწ.) მეფობის დროიდან იხსენიება, მაგრამ იგი გაცილებით უფრო ადრე უნდა იყოს აგებული.ციხის ამგებთათვის, როგორც ეტყობა, მისი მიუდგომლობა არ იყო განმსაზღვრელი, არამედ მთავარი იყო სტრატეგიულად შერჩეული ადგილი. ციხე ქვემო ქართლის ერთ-ერთ მაგისტრალურ გზაზე მდებარეობდა. აქედან კარგად მოჩანდა ისეთი სახელგანთქმული ციხეები, როგორიცაა ბირთვისი, ორბეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთით კოჯრის მიდამოებიც.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ
თეთრიწყარო — რა ტურებს გთავაზობთ
თეთრიწყაროს მხარეში ტური ჩვეულებრივ ერთდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სამშვილდეში ან ბირთვისის ბილიკზე და პიკნიკი ან სადილი სოფელში. მარშრუტს თქვენს თარიღსა და ფიზიკურ მზადყოფნას მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 15–24°, ლაშქრობისთვის კარგი ამინდია.
ზაფხულში თბილისზე გრილა, 26–28°, ასე რომ სიცხისგან გასაქცევადაც გამოდგება.
ზამთარში ცივა და თოვს; ბირთვისისა და სამშვილდის ბილიკები ტალახიანი და მოყინულია.
რა ვნახოთ
- სამშვილდე — შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევები და VIII საუკუნის სიონი ორი კანიონის პირას, ქალაქიდან 5 კმ-ში
- ბირთვისი — კლდეებზე აგებული ციხე ალგეთის ხეობაში; მისასვლელად რამდენიმესაათიანი ბილიკი გადის
- ალგეთის ეროვნული პარკი — ნაძვნარი და წიფლნარი ტყე მანგლისის მხარეს
- წალკის გზა — ზეგანიდან ტრიალეთის ქედისა და ტბების ხედი
- ასურეთი — ყოფილი გერმანული სოფელი ელიზაბეთტალი ლუთერანული ეკლესიით
- ფიტარეთის მონასტერი — XIII საუკუნის ტაძარი ხრამის ხეობის ტყეში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 60 კმ-ია (1 საათი და 10 წუთი). მარშრუტკები გადის სამგორის მეტროსთან მდებარე სადგურიდან, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან კოდის გავლით; ბოლო მონაკვეთი აღმართია და ზეგანზე ადის.
სად დავრჩეთ: ქალაქსა და ახლომდებარე სოფლებში — საოჯახო გესტჰაუსები; ზოგი ბირთვისისა და სამშვილდისკენ ერთდღიან გასვლებს თბილისიდანვე აკეთებს.
რა წავიღოთ: ლაშქრობის ფეხსაცმელი, წყალი და ქარსაცავი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგად მუშაობს, კანიონებსა და ხეობებში — წყვეტილად.