ხორნაბუჯი, ელიას მთა, არწივის ხეობა
ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Paata vardanashvili · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
1. არწივის ხეობა - პანორამული ხედები
2. ელიას მთა - წმ. ელია თეზბიტელის ტაძარი, მე-5-6 ს.ს.
3. ხორნაბუჯი ("თამარის ციხე") - ციხე-ქალაქი, მე-5-11 ს.ს.
ფეხით სასიარულო ჯამში (ორივე გზა)
1. არწივის ხეობა - პანორამული ხედები - 1 კმ. მარტივი სირთულის
2. ხორნაბუჯის ციხეზე ასვლა საშუალო სირთულის.
ანი
ლევანი
VIBER / WhatsApp -
ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45
სთ. გავდივართ 7:00 სთ. (დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი.
2. პირადი აფთიაქი, პირბადე
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი წინდა საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს
ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
დილით ტურის დაწყებამდე გავივლით თერმოსკრინინგს (სიცხის გაზომვა), სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება ტურიდან. ასეთ შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
მგზავრობისას (ტრანსპორტში) აუცილებელია პირბადე.
ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
არ ვყრით ნაგავს
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ
დედოფლისწყარო — რა ტურებს გთავაზობთ
დედოფლისწყაროს ტური ჩვეულებრივ ჯიპ-ტურია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ხორნაბუჯი და ვაშლოვანი, თუ საჭიროა — ღამე ქოხში ან გესტჰაუსში. მარშრუტს სეზონისა და თქვენი დღეების მიხედვით გავწერთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი (18–25°, ყვავილოვანი სტეპი, ფრინველების გადაფრენა) და ოქტომბერი, როცა სიცხე ნელდება.
ივნისიდან სექტემბრამდე ვაშლოვანში 35–40°-მდე ცხელა: გასვლა დილით ადრე უნდა დაგეგმოთ, შუადღე კი ჩრდილში გაატაროთ.
ზამთარში ქალაქი ცარიელია, ქარიანი და ცივი; ვაშლოვანის გრუნტის გზები წვიმის შემდეგ ტალახიანდება.
რა ვნახოთ
- ხორნაბუჯის ციხე — კლდეზე შემორჩენილი შუა საუკუნეების ციხე, ქალაქიდან 4 კმ-ში, შირაქის ველის ხედით
- არწივის ხეობა — მოკლე ბილიკი კანიონში, სადაც ორბები და მტაცებელი ფრინველები ბუდობენ
- დედოპლის მინდორი — ძველი ტაძრების კომპლექსის ნაშთები, ქრისტეშობამდე პერიოდის
- ვაშლოვანის ეროვნული პარკი — ბედლენდები, ფისტის ტყე და ალაზნის ჭალა აზერბაიჯანის საზღვართან
- თახტი-თეფას ტალახის ვულკანები — პატარა მოქმედი ვულკანები ვაშლოვანის გზაზე
- ჩაჭუნა — დაცული ტერიტორია იორის ჭალით, ფრინველებზე დაკვირვებისთვის
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან საგარეჯოს, ბაკურციხისა და წნორის მიმართულებით დაახლოებით 130–140 კმ-ია (2,5 საათი). მარშრუტკა სამგორის (ისნის) სადგურიდან გადის; ვაშლოვანში კი ჯიპ-ტური ან საკუთარი 4x4 დაგჭირდებათ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: საგარეჯოსა და ბაკურციხის გავლით ასფალტია; ვაშლოვანის სიღრმეში მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით (4x4) შეხვალთ.
სად დავრჩეთ: ქალაქში — რამდენიმე გესტჰაუსი; ვაშლოვანის ეროვნულ პარკს ვიზიტორთა ცენტრი და ქოხები აქვს.
რა წავიღოთ: ბევრი წყალი, ქუდი და მზის კრემი; ვაშლოვანში მაღაზია და საწვავი არ არის.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, პარკის სიღრმეში სიგნალი თითქმის არ არის.