ბოჭორმა, ალავერდი, იყალთო, შუამთა
ფოტო: Bernard Gagnon · CC BY 4.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
1. ალავერდის მონასტერი, მე-6-11სს.
2. იყალთოს მონასტერი, მე-6-12 სს.
3. ძველი შუამთის მონასტერი,
მე-5-7ს.ს.
4. ახალი შუამთის მონასტერი, მე-16ს.
5. ბოჭორმის ციხე და წმ.გიორგის ეკლესია, მე-10ს, უშვილოთა შემწე.
ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
თბილისში დაბრუნება 19:00 სთ. კომენდანტის საათის გათვალისწინებით.
ფეხით სასიარულო გვაქვს მხოლოდ ბოჭორმაში ჯამში
(ასვლა - ჩამოსვლა) 3.5კმ. ტყის ბილიკზე. ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი
ანი
ლევანი
VIBER / WhatsApp -
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
ყავა, ჩაი (პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი.
2. პირადი აფთიაქი, პირბადე
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი წინდა საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს
ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
დილით ტურის დაწყებამდე გავივლით თერმოსკრინინგს (სიცხის გაზომვა), სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება ტურიდან. ასეთ შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
მგზავრობისას (ტრანსპორტში) აუცილებელია პირბადე.
ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
არ ვყრით ნაგავს
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
ახმეტა — რა ტურებს გთავაზობთ
ახმეტის ტური შეიძლება იყოს ერთდღიანი — ალავერდი, პანკისი და კახური სუფრა — ან თუშეთის მარშრუტის დასაწყისი ჯიპითა და ღამისთევით. ორივე ვარიანტს თქვენს თარიღებზე დავგეგმავთ, ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 20–27°, მთისწინეთი მწვანეა, შემოდგომაზე კი რთველია.
ივლისი–აგვისტოში ქალაქში ცხელა, მაგრამ ზუსტად ეს არის თუშეთის სეზონი — აბანოს უღელტეხილის გზა ჩვეულებრივ ივნისიდან ოქტომბრის დასაწყისამდეა ღია.
ზამთარში ახმეტა მშვიდია, თუშეთის გზა კი დაკეტილია.
რა ვნახოთ
- ალავერდის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და მონასტრის მარანი, ახმეტიდან 15 წუთის სავალზე
- პანკისის ხეობა — ქისტების სოფლები, საოჯახო სტუმრობა, თექის ხელსაქმე და ბილიკები ჩანჩქერებისკენ
- ზემო და ქვემო ალვანი — თუშების ბარის სოფლები, თუშური ყველი და ცხვრის მეურნეობები
- კვეტერა — X საუკუნის ციხე-ქალაქი და ცენტრალურგუმბათიანი ეკლესია ტყეში
- ბაბანეურის ნაკრძალი — ძელქვის უძველესი კორომი
- თუშეთის გზა — ფშაველიდან აბანოს უღელტეხილზე (დაახლოებით 2850 მ) ომალომდე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან გომბორისა და თელავის გავლით დაახლოებით 120–130 კმ-ია (2–2,5 საათი). მარშრუტკები ორთაჭალის სადგურიდან დადის ახმეტასა და ალვანში, მგზავრობა დაახლოებით 2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: გომბორის უღელტეხილით ან თელავის გავლით, ასფალტზე; თუშეთისკენ ფშაველიდან ომალომდე ვიწრო გრუნტის გზაა, მხოლოდ 4x4-ით.
სად დავრჩეთ: ქალაქში და ალვანში — საოჯახო გესტჰაუსები; პანკისში — ქისტური ოჯახების სახლები.
რა წავიღოთ: მონასტრისთვის ქალებს თავსაფარი და ქვედაბოლო; თუშეთისთვის თბილი ტანსაცმელი და ნაღდი ფული.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ხეობებში — ადგილ-ადგილ.