national delicacy

ფიტარეთი, ხულუტის ციხე, ქვეშის ციხე

  • ID: 62462
  • ნახვები: 1240
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/03/21
    დაბრუნება
    • 20/03/21
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
20 მარტს, შაბათს გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს.

1. ფიტარეთის მონასტერი - მე-13 ს.
2. ხულუტის ციხე - მე-18 ს.

თუ დრო დაგვრჩა დავამატებთ:
3. ქვეშის ციხე - მე-7 ს.

 ტურის ღირებულება: 20 ლარი

 ფეხით სასიარულო: ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 14 კმ. ჯიპის გზაზე.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი
 598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 თბილისში დაბრუნება
19:00 საათზე. (კომენდანტის საათის გათვალისწინებით).

ტურის ღირებულებაში შედის:
- გამყოლი
 - მგზავრობა მიკროავტობუსით ( მარშუტკა)
 - ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
 - ყავა, ჩაი (პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს).

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი, პირბადე
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი ქუდი  ხელთათმანები. გამაშები და სალაშქრო ჯოხი სასურველია.
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება, რადგან ტური არ ჩაიშალოს. თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/03/21
    დაბრუნება
    • 20/03/21