სანაგირეს და ზეგაანის მონასტრები, ვაჩნაძიაანის ყველაწმინდა, გურჯაანის ყველაწმინდა, ვეჯინის ლავრა აპრილს

ფოტო: George Mel · CC BY-SA 3.0; Kober · CC BY-SA 4.0; George Mel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაგურჯაანი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID62431

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გადადით ჩვენს ფეისბუკ გვერდზე

გზად გავივლით და მოვინახულებთ:
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა - VI-IX სს
სანაგირეს მონასტერი - X-XI სს
ზეგაანის მონასტერი - V-VII სს
გურჯაანის ყველაწმინდა - VIII-IX სს
ვეჯინის ლავრა - IX-XV სს (თუ დაგვრჩება დრო)
????ფეხით სასიარულო:
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა - 7კმ(ორივე გზა) მარტივი სირთულის
გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
მგზავრობაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
გიდი
თერმოსკრინინგი
სადეზინფექციო ხსნარი
კვება. ყველას მოგვაქვს 1 დღის სამყოფი საკვები.
არ ვაბინძურებთ გარემოს და ტრანსპორტს (არ ვყრით ნაგავს)
არ ვბილწსიტყვაობთ
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში და ლაშქრობის დროს!
აუცილებელია სპორტული მაღალყელიანი თბილი ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი.
ვემორჩილებით გამყოლს! მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე!
გასვლის დრო: - დილის 10:00 სთ. ????
გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი!
ვიზიტორების მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს 18-ს. ჯგუფის არ შეგროვების შემთხვევაში თანხა უკან დაგიბრუნდებათ!
-თამარი
-თამარი

გურჯაანი — რა ტურებს გთავაზობთ

გურჯაანის ტური ღვინის ტურია: ტრანსპორტი თბილისიდან, ყველაწმინდის ეკლესია, ორი-სამი მარანი დეგუსტაციით და, თუ გინდათ, ღამე გესტჰაუსში ვენახის პირას. სიღნაღს ან თელავს იოლად დავამატებთ — მოგვწერეთ, რომელ დღეებზე ფიქრობთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°) და სექტემბერი–ოქტომბერი, როცა სოფლებში რთველია და მარნები ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტოში ველზე 32–35°-ია, ამიტომ ეკლესიასა და ვენახებში დილით ან საღამოს წადით.
ზამთარში მშვიდია, მარნების ნაწილი ღიაა, მაგრამ წინასწარ დარეკვა სჯობს.

რა ვნახოთ

  • გურჯაანის ყველაწმინდა — VIII–IX საუკუნის ორგუმბათიანი ეკლესია ქალაქის თავზე, ხეობის ფერდობზე
  • ველისციხე — ღვინის დიდი სოფელი ძველი მარნებითა და ოჯახური დეგუსტაციებით
  • მუკუზანი — სოფელი, რომლის სახელსაც ცნობილი წითელი საფერავი ატარებს
  • ახაშენი — ნახევრად ტკბილი წითელი ღვინის სამშობლო, ალაზნის ველის ხედით
  • ვაზისუბანი — ძველი მამული და მარნები ველის თავზე
  • კარდენახი — ერთ-ერთი უძველესი მევენახეობის სოფელი, ქვევრის მარნებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან საგარეჯოს გავლით დაახლოებით 115–120 კმ-ია (1,5–2 საათი). მარშრუტკები სამგორის (ისნის) სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 2 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან საგარეჯოსა და ბაკურციხის ტრასით, მთელ გზაზე ასფალტია.
სად დავრჩეთ: ქალაქში და ველისციხე–ვაზისუბნის მხარეს — საოჯახო გესტჰაუსები და სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: ზაფხულში მზის ქუდი; ეკლესიისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქსა და სოფლებში კარგად მუშაობს.

გურჯაანი: გზამკვლევი
გურჯაანი

ხშირი კითხვები

როგორ მივიდე ყველაწმინდის ეკლესიამდე?
ეკლესია ქალაქის ცენტრიდან 1,5–2 კმ-ში, ფერდობზეა. მანქანით ახლოს მიხვალთ, ცოტა ფეხით ასვლაც მოგიწევთ.
რა ღვინოებია ამ მხრიდან ცნობილი?
მუკუზანი (საფერავი), ახაშენი (ნახევრად ტკბილი წითელი) და გურჯაანი (თეთრი, რქაწითელისა და მწვანის ნაზავი). ბევრი ოჯახური მარანი ქვევრის ღვინოს ასინჯებს.
გურჯაანი ერთ დღეში ჯდება?
კი, თბილისიდან ერთდღიანი გასვლით ეკლესიაც მოასწრებთ და ორ-სამ მარანსაც. ღვინის დაუჩქარებლად დასაგემოვნებლად სჯობს ღამე ადგილზე დარჩეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.