გაზაფხულის სვანეთი
ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Image by <a href="https://pixabay.com/users/peterw1950-631321/?utm_source=link-attribution&utm_medium=referral&utm_campaign=image&utm_content=3883095">Peter Wieser</a> from <a href="https://pixabay.co · CC0 · Wikimedia Commons
რა შედის
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
ტურის შესახებ
მოინახულეთ ზღაპრული სვანეთი ეკოლენდთან ერთად!
For English scroll down.
ხანგრძლივობა- სამი ღამე, ოთხი დღე.
შეკრების ადგილი:
06:00 რუსთავი (მაკდონალდსის პარკინგი)
06:30 თბილისი სპორტის სასახლე
მოსანახულებელი ადგილები:
მდინარე ენგურისს ულამაზესი ხეობა;
დაბა მესტია
დაბინავება სასტუმროში;
გასეირნება მესტიაში
თავისუფალი დრო
საუზმე;
ჰაწვალზე ასვლა
უშბის ხედები
ჰეშკილის ქოხები
ჰეშკილის საქანელა
თავისუფალი დრო.
საუზმე;
თეთნულდზე ასვლა
უშბის და თეთნულდის ხედები
სრიალი
სვანური კოშკები
თავისუფალი დრო
საუზმე
გამომგზავრება თბილისკენ
თბილისში დაბრუნება 20:00 საათზე
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
ყავა, ჩაი (ნებისმიერ დროს);
კომფორტული სასტუმრო ( 2 და 3-ადგილიანი ნომრები, იზოლირებული სველი წერტილი, ცივი/ცხელი წყალი, თეთრეული);
ქართულენოვანი მეგზური
ფოტოგადაღება
კვება
შესაძლებელია ადგილობრივი კერძების შეკვეთა კაფეში, რესტორნებში და სასტუმროში.
თეთნულდზე ასასვლელი დელიკის თანხა
ფეხით გასავლელი სრული მანძილი:
პირველი დღე- 2 კმ
მეორე დღე- 3 კმ
მესამე დღე- 2 კმ
სირთულე: მარტივი
რა დაგვჭირდება?
პირბადე
სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება
ქუდი
კომფორტული და თბილი ტანსაცმელი
კომფორტული ფეხსაცმელი
ზურგჩანთა
საწვიმარი (ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგჯერ ამინდი ცვალებადია)
პირადი ჰიგიენის ნივთები
წყლის ჭურჭელი
ლანჩი (პირველი დღისთვის)
სიყვარული და კარგი განწყობა
სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:
- შეკრების ადგილზე მივდივართ შეთანხმებულ დროს.
- ტურის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორებს და ასრულებს მათ მითითებებს.
- ვჩერდებით ყველა ერთად, შეთანხმებულ ადგილზე.
- ვზრუნავთ ერთმანეთზე
- ვზრუნავთ გარემოზე
თანხის ჩარიცხვა:
ბოლო ვადაა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე. შეთანხმების შემდეგ, ჩარიცხული თანხა უკან არ დაბრუნდება.
ბანკის კოდი - BAGAGE22
თამარი
ეკო
ნატა
აღმოაჩინე, შეიყვარე და გაუფრთხილდი გარემოს!
მესტია — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი ან ფრენა, ღამისთევა მესტიაში, გიდი უშგულისა და ტბების მარშრუტზე, ზამთარში კი სკიპასიც. სასურველ თარიღებზე ვარიანტს მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისი–სექტემბერი: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ღიაა კორულდის ტბების, ჩალაადისა და უშგულის ბილიკები.
ივნისსა და ოქტომბერში ნაკლები ხალხია, მაგრამ მაღლა ჯერ კიდევ ან უკვე თოვლია.
დეკემბრიდან მარტამდე მუშაობს ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ფერდობები; ზამთარში ზუგდიდის გზაზე შეიძლება ზვავსაშიში მონაკვეთები შეგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი — ხატები, ხელნაწერები და ოქრომჭედლობა
- მარგიანების სახლი-მუზეუმი — ძველი სვანური სახლი მაჩუბით და კოშკით
- კორულდის ტბები — ლაშქრობა ან ჯიპით ასვლა ჯვრამდე და უშბის ხედი
- ჩალაადის მყინვარი — ცენტრიდან დაახლოებით 8 კმ, შემდეგ მარტივი ბილიკი ტყით
- ჰაწვალი — საბაგირო და ფერდობები ქალაქის თავზე, ზაფხულში ხედის ბაქანი
- უშგული — კოშკებიანი სოფელი შხარის ძირში, 45 კმ-ში, 1,5–2 საათი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდის გავლით 470 კმ-მდეა, 8 საათამდე; ბევრი ჯერ ზუგდიდამდე მატარებლით მიდის, იქიდან მესტიამდე მარშრუტკით დაახლოებით 3 საათია. ნატახტრის აეროდრომიდან (თბილისთან ახლოს) და ქუთაისიდან მესტიაში მცირე თვითმფრინავი კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს; ფრენა ამინდზეა დამოკიდებული და ადგილები სწრაფად იყიდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან 135 კმ ასფალტიანი მთის გზა ენგურის ხეობით, ჯვრის წყალსაცავის გავლით.
სად დავრჩეთ: ცენტრში — სასტუმროები და ბევრი საოჯახო გესტჰაუსი, ხშირად ვახშმით.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი და წვიმაგაუმტარი ტანსაცმელი ზაფხულშიც; ნაღდი ფული სოფლებისთვის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ბილიკებსა და შორეულ სოფლებში — არა ყველგან.