მოირონინე დავით გარეჯი, ნინოწმინდა
ფოტო: Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...
შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 07:50 სთ
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
1. ნინოწმინდის მონასტერი, ნინოწმინდის კომპლექსის მთავარი ნაგებობაა VI საუკუნის 50-75-იან წლებში უნდა იყოს აგებული - ესაა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ტაძრის აგება უკავშირდება იმ ადგილს, სადაც წმინდა ნინომ შეისვენა. მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ ტაძარს თავისი კვალი დაატყო ამიტომ ტაძარი მრავალგზის გადაკეთებულია IX-XI, XIII-XIV, XVI საუკუნეებში.
2. დავითის ლავრა - დაარსებულია VI საუკუნის I ნახევარში დავით გარეჯელის მიერ. დავითის ლავრის არქიტექტურული ანსამბლი, მისი სამონასტრო მეურნეობა სხვადასხვა პერიოდის ნაგებობათაგან შედგება (VI-XVIII სს.)
მარშრუტის სირთულე:
მარტივი
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა
ფინანსური ნაწილი:
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება: ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლი
ფოტოგადაღება
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
რა ჩავიცვა?!
სასურველია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, მოსახერხებელი ტანსაცმელი და წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის
ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი
საგარეჯო — რა ტურებს გთავაზობთ
საგარეჯოს მიმართულებით ტური ჩვეულებრივ დავით გარეჯასა და ნინოწმინდას აერთიანებს: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და, სურვილის შემთხვევაში, დეგუსტაცია მანავის მარანში. ერთდღიან მარშრუტს თქვენთვის სასურველ დღეს მოვამზადებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, დავით გარეჯის ნახევარუდაბნოში სიარული ამ დროს კომფორტულია, შემოდგომაზე კი მანავისა და პატარძეულის მარნებში რთველია.
ივლისი–აგვისტოში გარეჯში 35°-ზე მეტი ცხელა — მონასტრებში დილით წადით.
ზამთარი რბილია, მაგრამ უდაბნოს გრუნტის გზა წვიმისა და თოვლის შემდეგ შეიძლება ძნელად სავალი იყოს.
რა ვნახოთ
- ნინოწმინდის ტაძარი — VI საუკუნის ოთხაფსიდიანი ტაძრის ნანგრევები, XVI საუკუნის აგურის სამრეკლოთი და გალავნით, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი ლავრა და უდაბნოს მონასტერი ფრესკებით, საგარეჯოდან დაახლოებით 1,5 საათი
- უჯარმის ციხე — ვახტანგ გორგასლის დროინდელი ციხე-ქალაქი იორის ხეობაში
- მანავი და პატარძეული — ღვინის სოფლები, მანავის მწვანე და ოჯახური მარნები
- საგარეჯოს ისტორიული მუზეუმი — მიდამოებში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 55–60 კმ-ია, 50 წუთიდან ერთ საათამდე. მარშრუტკები სამგორის (ისნის) სადგურიდან ხშირად გადის; დავით გარეჯამდე კი ტაქსით ან ტურით მიდიან.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისი–ბაკურციხის ოთხზოლიანი ტრასით; დავით გარეჯისკენ ბოლო მონაკვეთი გრუნტისაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში ცოტა სასტუმროა, ხშირად ერთდღიან გასვლად ჩამოდიან თბილისიდან; უდაბნოს სოფელში რამდენიმე გესტჰაუსია.
რა წავიღოთ: გარეჯისთვის — წყალი, ქუდი და დახურული ფეხსაცმელი; ქალებს მონასტრისთვის თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქში და ტრასაზე ინტერნეტი კარგია, გარეჯის ბორცვებზე — სუსტი.