გუდაურის,სეზონის გახსნა"
ფოტო: Gerd Eichmann · CC BY-SA 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Braveheart · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...
ეს ტური მათთვისაა ვისაც თოვლი და სრიალი გიყვართ
ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს მიყვანას გუდაურში,ასევე დაგეხმარებით თხილამურისა თუ სნოუბორდის ქირაობაში, შემდეგ გექნებათ თავისუფალი დრო და თქვენი სურვილისამებრ გაერთობით, საღამოს 6 საათზე კი ყველანი ვიკრიბებით მიკროავტობუსთან და ვბრუნდებით უკან დედაქალაქში .
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე, ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 07:20 სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა
ფინანსური ნაწილი:
(ჯიპით )
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება: გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლი
ფოტოგადაღება
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად)
გასულ წლებში სეზონის გახსნაზე საბაგირო იყო უფასო , შესაძლოა წელსაც გაგიმართლოთ არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან
რა ჩავიცვა?!
თოვლისთვის შესაბამისი სამოსი
ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
გიორგი
გუდაური — რა ტურებს გთავაზობთ
გუდაურის ტური ზამთარში მოიცავს ტრანსფერს თბილისიდან, სასტუმროს ფერდობებთან, სურვილისამებრ — ინვენტარს, სკიპასს და ინსტრუქტორს. ზაფხულშიც დაგეგმავთ: პარაპლანი, ყაზბეგი და ლაშქრობა — თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
სათხილამურო სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრის შუა რიცხვებიდან აპრილამდე გრძელდება; თოვლი ყველაზე სანდოა იანვარ–მარტში, დღისით -5–0°.
საახალწლო დღეებსა და თებერვალში ყველაზე მეტი ხალხია, მარტში კი მზიანი დღეები და გაზაფხულის თოვლია.
ზაფხულში აქ პარაპლანით ფრენენ და ლაშქრობენ — დღისით 15–20°, თბილისის სიცხის შემდეგ გრილა.
რა ვნახოთ
- სათხილამურო ტრასები — 50 კმ-ზე მეტი ფერდობი, დამწყებთა ზონებიდან ფრირაიდამდე; ფერდობები ხეების ზემოთაა გაშლილი
- კობის საბაგირო — გუდაურს ჯვრის უღელტეხილის მეორე მხარეს, კობის ხეობასთან აკავშირებს
- მეგობრობის მონუმენტი — 1983 წლის თაღი-პანორამა არაგვის ხეობის თავზე
- ჯვრის უღელტეხილი — სამხედრო გზის უმაღლესი წერტილი, დაახლოებით 2400 მეტრზე
- პარაპლანი — ტანდემ-ფრენა ინსტრუქტორთან, ზაფხულსა და ზამთარში
- სტეფანწმინდა და გერგეტის სამება — დაახლოებით 40 კმ-ში, ერთი დღის მარშრუტი
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 120 კმ-ია, 2–2,5 საათი, თოვლიან დღეებში — მეტი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან სტეფანწმინდის მიმართულებით გადის და გუდაურში ჩერდება; ზამთარში ხშირად ტრანსფერითაც მიდიან.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: სამხედრო გზით ჟინვალის, ანანურისა და ფასანაურის გავლით; ზამთარში მანქანას ზამთრის საბურავები ან ჯაჭვები სჭირდება.
სად დავრჩეთ: ახალ გუდაურში, ძველ კურორტზე და ფერდობების ქვემოთ — სასტუმროები, აპარტამენტები და შალეები.
რა წავიღოთ: სათხილამურო ტანსაცმელი, მზის სათვალე და კრემი — მთის მზე ძლიერია; ინვენტარს ადგილზეც იქირავებთ.
კავშირი: ინტერნეტი და მობილური სიგნალი კურორტზე კარგად მუშაობს.