ბაკურიანი ბორჯომი

ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Davit 83 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაბაკურიანი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID62358

რა შედის

  • გიდის მომსახურება
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები

ტურის შესახებ

სამდღიანი ტური ბაკურიანი ბორჯომი ????სამი დღე,ორი ღამე.... თოვლები????,გუნდაობა,ციგა????,ბურანი სუფთა ჰაერი???? უკარგესი და უტკბილესი განწყობა ???????? ტურის ბოლო დღეს წავალთ ბორჯომში ლამაზი ფოტოების გადასაღებად ????????????

????გამყოლი გიდი ( უკეთესს რო ვერ ინატრებ????????) კოტეჯი ყველა საჭირო ნივთით. ყავა-ჩაი ????. ორი ღამე სამი დღე ????...

კვება ინდივიდუალურად ???????????????? სურვილის შემთხვევაში იკრიბება გარკვეული თანხა და ერთად ვამზადებთ საკვებს ???? ჩაიცვით კომფორტული,თბილი ფეხსაცმელი და ტანისამოსი ????????????????????

???? დაუშვებელია ნასვამ მდგომატეობაში წამოსვლა

ასევე ალკოჰოლური სასმელების მიღება მგზავრობის დროს

???? არ ვეწევთ ტრანსპორტში

????არ ვაბინძურებთ გარემოს

ჩვენს დაუვიწყარ ტურში მოსახვედრად აუცილებელია

დაჯავშნოთ ადგილები წინასწარ???? დასაჯავშნათ მოგვწერეთ

ბაკურიანი — რა ტურებს გთავაზობთ

სათხილამურო ტური ბაკურიანში — ტრანსფერი თბილისიდან, სასტუმრო ან კოტეჯი, სურვილისამებრ სკიპასი, აღჭურვილობა და ინსტრუქტორი. ზაფხულში — ბორჯომსა და ტბებთან ერთად. პაკეტს თქვენს თარიღებზე აგიწყობთ.

როდის წავიდეთ

სათხილამურო სეზონი ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე გრძელდება; საუკეთესო თოვლი იანვარ-თებერვალშია, ტემპერატურა −5-დან −10°-მდე.
საახალწლო დღეებსა და იანვრის პირველ ნახევარში ყველაზე ხალხმრავალი და ძვირია.
ზაფხულში გრილა, 18–22°: ტყის ბილიკები, ველოსიპედი და ცხენით სეირნობა.

რა ვნახოთ

  • დიდველი — კურორტის მთავარი სათხილამურო ზონა გონდოლითა და სხვადასხვა სირთულის ტრასებით
  • კოხტა-მიტარბი — ფერდობები და საბაგირო, რომელიც კოხტას მიტარბის ხეობასთან აკავშირებს
  • 25-იანი — მოკლე და მარტივი ფერდობი ცენტრთან, დამწყებთათვის და ბავშვებისთვის
  • „კუკუშკა" — ბორჯომიდან მომავალი პატარა მატარებელი და ცნობილი ხიდი წაღვერთან
  • ბოტანიკური ბაღი — ალპური ფლორა და ფიჭვნარი, ზაფხულში სასეირნოდ
  • ტაბაწყური — დიდი მთის ტბა, მანქანით დაახლოებით 40 წუთში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ხაშურისა და ბორჯომის გავლით დაახლოებით 190 კმ-ია, 3 საათამდე. ბორჯომიდან მარშრუტკით 40 წუთი სჭირდება, ხოლო ვიწროლიანდაგიანი „კუკუშკა" ამ მონაკვეთს დაახლოებით 2,5 საათში გადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ბორჯომიდან 30 კმ აღმართით ტყეში; ზამთარში მანქანას ზამთრის საბურავები ან ჯაჭვები სჭირდება.
სად დავრჩეთ: ცენტრსა და დიდველის მიმართულებით — სასტუმროები, კოტეჯები და გესტჰაუსები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი, სათვალე და მზის კრემი; აღჭურვილობის ქირაობა ადგილზეა.
კავშირი: ინტერნეტი კურორტზე კარგად მუშაობს.

ბაკურიანი: გზამკვლევი
ბაკურიანი

ხშირი კითხვები

ბაკურიანი თუ გუდაური?
ბაკურიანი უფრო ტყიანი, ქარისგან დაცული და დამწყებთათვისა და ოჯახებისთვის მოსახერხებელია. გუდაურს უფრო მაღალი და გრძელი ტრასები და ფრირაიდი აქვს.
როდის არის თოვლი?
ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტის შუამდე, თუმცა სეზონის დაწყება ზამთრის მიხედვით იცვლება. იანვარი და თებერვალი ყველაზე სანდოა.
შეიძლება ბავშვებთან ერთად?
კი, სწორედ ოჯახებისთვის არის კარგი: მარტივი ფერდობები, სათხილამურო სკოლები, ციგები და სასრიალოები.
არის თუ არა ინსტრუქტორები და ქირაობა?
დიახ, ინსტრუქტორებიც და აღჭურვილობის გაქირავებაც ცენტრშიც არის და ტრასებთანაც. პიკის დღეებში ინსტრუქტორი წინასწარ დაჯავშნეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.