მოლაშქრეთა კლუბი რონინი 14 თებერვალს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ჯუთაში
ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 06:45 სთ.
გასვლა: 07:00 სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი
მოსანახულებელი ადგილები:
გუდაურის პანორამული გადასახედი;
სოფელი სნო (ციხე და ეკლესია)
სოფელი ჯუთა (ზღვის დონიდან 2200 მეტრი);
ბანაკი ზეთა (ზღვის დონიდან 2300 მეტრი)
მეხუთე სეზონი ( ზღ. დ.-დან 2360 მ.-ზე)
ხედი ჭაუხებზე
მარშრუტის სირთულე:
მარტივი
ფეხით გასავლელი მანძილი :
ორივე გზა 3 კმ. მეხუთე სეზონამდე
თუ გზის გამო (თოვლი) მიკროავტობუსი ვერ მივიდა სოფელ ჯუთამდე დაგვემატება 4 კმ.
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა.
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 25 ლარი
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება: გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ფასში შედის:
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
გამყოლი
ფოტოგადაღება
ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
რა ჩავიცვა?!
თოვლისთვის შესაბამისი სამოსი,იქონიეთ გამოსაცვლელიც.
ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი
ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი