national delicacy

მოირონინე თოვლიანი გომისმთა

  • ID: 62342
  • ნახვები: 884
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/03/21
    დაბრუნება
    • 07/03/21
დამატებითი ინფორმაცია

 6-7 მარტს მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ 2 დღიან ტურს თოვლიან გომისმთაზე  ასე რომ მოემზადეთ ღრუბლებს ზემოთ მოგზაურობისთვის 

 შეკრების ადგილი და დრო:
 შეკრების დრო: 03:45 სთ
 გასვლა: 04:00 სთ.
 დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)

 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი
 მოსანახულებელი ადგილები:
ულამაზესი ხედები ღრუბლების ზემოთ, ცასთან ახლოს 
კურორტი გომისმთა 

 ტურის აღწერა:
მიკროავტობუსი მიგვიყვანს საჭვეთამდე, საიდანაც დავიწყებთ ფეხტურს გომისმთის მიმართულებით, ფეხით გასავლელი მანძილი 8 კმ. (გზა იქნება თოვლიანი, საჭიროა გამაშები, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და შარვალი, ხელთათმანი და ქუდი, სალაშქრო ჯოხი  გამოსაცვლელი ტანსაცმელი. სავარაუდო ასვლის დრო 6 სთ.მდე. ასვლის შემდეგ დავბანაკდებით კოტეჯში, რომელშიც გვექნება ელექტრო ენერგია  ცეცხლი და ნავთი 

 მარშრუტის სირთულე:
საშუალო
ფეხით გასავლელი მანძილი :
8 კმ. (ერთი გზა)

თუ ნაკლები თოვლი დაგვხვდება შესაძლოა ფეხით გასავლელი კმ. შემცირდეს...

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა ან პანდემიის გამო დაწესდა კიდევ რაიმე შეზღუდვა.

 ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 85 ლარი
 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

 ფასში შედის:
 ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
 გამყოლი
 ფოტოგადაღება
 ღამისთევა კოტეჯში

 ფასში არ შედის:
 საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)

 რა ჩავიცვა?!
თოვლისთვის შესაბამისი სამოსი.
წყალგაუმტარი ფეხსაცმელი, ქურთუკი, შარვალი. წამოიღეთ გამაშები და გამოსაცვლელი.
 აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!
 ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი

 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე85.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/03/21
    დაბრუნება
    • 07/03/21
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა