national delicacy

მოირონინე სვანეთი 12-14 მარტს

  • ID: 62341
  • ნახვები: 825
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
დამატებითი ინფორმაცია

 ბოლოს და ბოლოს ეს დღეც დადგა და მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთვაზობთ სამ დღიან ტურს სვანეთში

 შეკრების ადგილი და დრო:
 დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
 შეკრების დრო: 02:45 სთ.
 გასვლა: 03:00 სთ.

 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 10 წუთი

ტურის დეტალური აღწერა:

 პირველი დღე

 ზუგდიდი - დადიანების სასახლე
 ენგურის წყალსაცავი
 საოჯახო სასტუმროში განთავსება
 მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
 მიხეილ ხერგიანის (მთასვლელი და სპორტის საერთაშორისო ოსტატი - 1932-1969 წ.წ.) და მარგიანების ( მარგიანების ამ შტოში ყველა სასულიერო პირი იყო ) სახლ-მუზეუმი
 თავისუფალი დრო

 

 მეორე დღე

 თეთნულდი (სამთო-სათხილამურო კურორტი, ზღვის დონიდან 2260მ. ) თვისუფალი დრო სრიალისთვის, ხედებით ტკბობისა და ფოტოებისთვის 
 თავისუფალი დრო მესტიაში (შეგვიძლია ვეწვიოთ რესტორნებსა და კაფეებს ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად თუ ამ მხივ შეზღუდვები აღარ იქნება)

 

 მესამე დღე

 კურორტი ჰაწვალი (ავალთ საბაგიროთი და დავტკბებით სვანეთის შესანიშნავი ხედებით, ვისრიალებთ და გავერთობით სურვილისამებრ)
 სოფ.ლატალში მოვინახულებთ მაცხოვრის ( X-XI სს ) და იონა წინასწარმეტყველის სახელობის ( XI-XII სს) ტაძრებს
 გამომგზავრება თბილისში
 გზად გავჩერდებით ზუგდიდში ელარჯის დასაგემოვნებლად (თუ შეზღუდვები აღარ იქნება )

 

 მარშრუტის სირთულე:
მარტივი

ფეხით გასავლელი მანძილი :
,,იქვე" კმ. )))

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა ან გახანგრძლივდა შეზღუდვები კიდევ რომელიმე თვის პირველ რიცხვამდე 

 ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 125 ლარი

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

 ფასში შედის:
 ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
 განთავსება საოჯახო ტიპის სასტუმროში
 გამყოლი
 ფოტოგადაღება

 ფასში არ შედის:
 საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)
 საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება - ერთი ასვლა 7 ლარი, ორი ასვლა 10 ლარი ( ჰაწვალზე ასასველად დაგვჭირდება ორი საბაგირო)
 მესტიის მუზეუმის ბილეთების საფასური:
ზრდასრული 10ლ
სტუდენტი/მოსწავლე 0.5ლ
 კურორტ თეთნულდზე მოსახვედრად შესაძლოა დაგვჭირდეს მაღალი გამავლობს ტრანსპორტის დაქირავება (იმ შემთხვევაში თუ მიკროავტუბუსი ვერ შესძლებს ასვლას), რომლის ღირებულება ერთი ადამიანისთვის იქნება 25 ლარი

 

 რა ჩავიცვა?!
თოვლისთვის შესაბამისი სამოსი 

 

 

 ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი

 

 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე125.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი