ბათუმიდან. დღიანი ტური გოდერძიზე

ფოტო: Gaga.vaa · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Beniamin Netan from Tbilisi, Georgia · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებახულო
ფასიფასი — მოთხოვნით
ID62289

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

#გოდერძი სათხილამურო კურორტი.

#1დღიანი #ტური

#ადგილირომელიცგვინდა

???????????? რეგისტრაცია დაიწყო

#ყველაზეგანსხვავებული

#გიჟური და #დასამახსოვრებელი

მოგზაურობა #storytravel თან ერთად.

???????? გელოდებით????????

შეკრების ადგილი - ქ.ბათუმი სასტუმრო ველმონდის(ლეოგრანდის) მიმდებარე ტერიტორია
შეკრება - 05:30 საათი

▪ტრანსპორტირება (კომფორტული მიკრო ავტობუსი, გამოცდილი მძღოლი) wifi
▪გამყოლი
▪Თერმოსკრინინგი

???? კვება

▪მოგვაქვს ინდივიდუალურად ერთი დღის სამყოფი

ტურში გასათვალისწინებელი.
ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება
შეკრების ადგილზე არ ვიგვიანებთ (წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს თქვენი დატოვება)
არ ვანავგვიანებთ გარემოს,
, შეურაცმყოფას ერთმანეთს არ ვაყენებთ,
ნასვამ მდგომარეობაში არ მოვდივართ(ზომიერად დავლევთ ბუნებაში ყველა ერთად და სასიამოვნო გარემოს შევქმნით).
ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ აუცილებლად მოიხსნებით ტურიდან.
ვემორჩილებით გამყოლის მითითებებს
ფორსმაჟორული სიტუაცია- ტურის ხელმძღვანელს აქვს უფლება შეცვალოს ტურის მიმდინარეობა სხვა გარემოებების მიერ.
???? სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ .თქვენი მეგობარი #Storytravel

???????? რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან მოგვწეროთ. გადახდა ხდება წინასწარ.

???????? ბესო

ხულო — რა ტურებს გთავაზობთ

ტური მთიან აჭარაში — ტრანსპორტი ბათუმიდან ან თბილისიდან, გიდი, ხულოს საბაგირო, სხალთა და ღამისთევა ხულოში ან გოდერძზე. ზამთარში სათხილამურო დღეებსაც დავგეგმავთ — მოგვწერეთ, რა თარიღები გაწყობთ.

როდის წავიდეთ

ზაფხულში აქ ზღვისპირეთზე ბევრად გრილა: ხულოში 22–26°, ბეშუმსა და გოდერძზე კიდევ უფრო ნაკლები — ლაშქრობისა და იალაღების დროა.
მაისი და ოქტომბერი მშვიდია, ოქტომბერში ტყე ფერს იცვლის.
დეკემბრიდან მარტამდე გოდერძზე სათხილამურო სეზონია; ამ დროს ხეობის გზები შეიძლება თოვლმა გაართულოს.

რა ვნახოთ

  • ხულო–ტაგოს საბაგირო — ხეობის თავზე გადაჭიმული ძველი საბაგირო, რომელიც ხულოს მეორე მხარეს სოფელ ტაგოსთან აკავშირებს
  • სხალთის ტაძარი — XIII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია, ხულოდან დაახლოებით 15 კმ-ში
  • ხიხანის ციხე — შუა საუკუნეების ციხე მთის წვერზე, მისასვლელად ფეხით სიარულია საჭირო
  • გოდერძი — სათხილამურო კურორტი დაახლოებით 2000 მ სიმაღლეზე, ზაფხულში კი იალაღები და ბილიკები
  • მწვანე ტბა — პატარა მთის ტბა გოდერძის უღელტეხილის ახლოს
  • ბეშუმი — საზაფხულო საკურორტო სოფელი ფიჭვნარში

როგორ მივიდეთ

ბათუმიდან ხულომდე 88 კმ-ია, მანქანით ან მარშრუტკით 2–2,5 საათი. თბილისიდან უმოკლესი გზა ახალციხითა და გოდერძის უღელტეხილით გადის, დაახლოებით 290 კმ; ამ გზის ნაწილი ჯერ კიდევ გრუნტისაა, ზამთარში კი უღელტეხილი შეიძლება ჩაიკეტოს, ამიტომ ხშირად ბათუმის გავლით მიდიან.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ბათუმიდან აჭარისწყლის ხეობის ასფალტიანი გზით; ახალციხიდან გოდერძის უღელტეხილით — ნაწილი ჯერ კიდევ მოუასფალტებელია.
სად დავრჩეთ: ხულოში — საოჯახო სასტუმროები, გოდერძსა და ბეშუმში — კურორტის სასტუმროები და კოტეჯები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, საწვიმარი და მთის ფეხსაცმელი.
კავშირი: ხულოში ინტერნეტი მუშაობს, მაღალ სოფლებსა და იალაღებზე — არა ყველგან.

ხულო: გზამკვლევი
ხულო

ხშირი კითხვები

როგორ მივიდე თბილისიდან ხულომდე?
ორი გზაა: ბათუმის გავლით (გრძელი, მაგრამ მთლიანად ასფალტიანი) ან ახალციხითა და გოდერძით (მოკლე, თუმცა ნაწილი გრუნტისაა). წასვლამდე გოდერძის გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
ხულოს საბაგირო ყოველდღე მუშაობს?
ჩვეულებრივ კი, მაგრამ ძლიერი ქარის ან ტექნიკური სამუშაოების დროს ჩერდება. ამინდს და სამუშაო საათებს ადგილზე გაეცანით.
რა უნდა გავსინჯო მთიან აჭარაში?
აჭარული ხაჭაპური, ბორანო — ყველი ერბოში, სინორი და ადგილობრივი თაფლი. იალაღებზე ზაფხულში ახალ ყველსა და ნადუღს იპოვით.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.