ორდღიანი ჯიპ-ტური ულამაზეს გომის მთაზე
ფოტო: Vitaly Zdanevich · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
ტურის შესახებ
,," გთავაზობთ ორდღიან ტურს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში გომის მთაზე
• ტური გაიმართება ყოველ შაბათს (ადგილების დაჯავშნა ხდება წინასწარ)
• მთლიანად დაჯავშნის შემთხვევაში ტურის განხორციელება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს
• მსურველების რაოდენობა: 7-14-21+++ პერსონა
• ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე - 1 ღამე.
შეკრების ადგილი:
• თბილისი: რუსთაველის მოედანი ( ველოსიპედის წინ ) 6:00 საათი
მარშრუტი:
1)დღე
• ჩოხატაური
• ოზურგეთი
• გომის მთა
• დავბინავდებით, დავბანაკდებით და ვტკბებით იმ სილამაზით რასაც ეს ზღაპრული ადგილი ფლობს.
• საღამოს კი ვაკვირდებით როგორ ჩადის ცეცხლოვანი მზე ღრუბლების ზღვაში ????
2)დღე
• ვტკბებით მზის ამოსვლით და ვიღებთ ულამაზეს სურათებს.
• გამომგზავრება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
• 1 პერსონა კარვის შემთხვევაში
• 1 პერსონა . ღამისთევა კოტეჯში
• ტრანსპორტირება მაღალი გამავლობის 7 ადგილიანი ჯიპით. (MITSUBISHI DELICA 4x4)
• ღამისთევა კოტეჯში
• გამოცდილი მძღოლი - გამყოლი
საჭირო ეკიპირება:
• კარავი, საძილე ტომარა, ქვეშსაგები. (თუ კოტეჯში არ ათევთ ღამეს)
• საგაზაფხულო-საშემოდგომო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი
აკრძალულია:
• ავტ.მანქანაში მოწევა და ალკოჰოლის მიღება
• არ ვაბინძურებთ გარემოს
• ან მოგვწერეთ facebook :
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქ. ბანკის მეშვეობით:
ოზურგეთი — რა ტურებს გთავაზობთ
გურიის ტური ოზურგეთიდან იწყება: მონასტრები, ჩაის ბაღები, გურული სუფრა და სიმღერა, ზაფხულში კი ზღვა ან გომისმთა — ტრანსპორტით, გიდით და ღამისთევით. თარიღსა და ტემპს თქვენ გვეტყვით.
როდის წავიდეთ
ივნისი და სექტემბერი ყველაზე კომფორტულია: 24–28°, ზღვა თბილია, ხალხი ნაკლები.
ივლისი–აგვისტო ზღვის პიკია, ნესტიანი სიცხით; გომისმთაზე ასვლის საუკეთესო დროც ესაა.
შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად წვიმს — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი კუთხეა.
რა ვნახოთ
- შემოქმედის მონასტერი — გურიელების საძვალე და ძველი ტაძრები ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში
- ლიხაურის ეკლესია — შუა საუკუნეების ტაძარი მოხატულობით, ოზურგეთის ახლოს
- ნასაკირალის ჩაის ბაღები — საბჭოთა ხანის ჩაის პლანტაციები ფერდობებზე
- ურეკი და შეკვეთილი — მაგნიტური ქვიშის პლაჟები და ფიჭვნარი ზღვასთან, 30 კმ-მდე
- გომისმთა — ალპური საზაფხულო საძოვრები და ღრუბლების ზღვა, მთის გზით მხოლოდ ზაფხულში
- დრამატული თეატრი — ქალაქის ცენტრში, გურიის კულტურული ცხოვრების გული
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 295 კმ-ია (3,5–4 საათი). ავტობუსები და მარშრუტკები თბილისის ავტოსადგურებიდან დადის, მატარებლით კი, ჩვეულებრივ, გადაჯდომით და დიდი დროით.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 ტრასით სამტრედიამდე, შემდეგ ლანჩხუთის გავლით; სულ დაახლოებით 4 საათი.
სად დავრჩეთ: ქალაქში — პატარა სასტუმროები და გესტჰაუსები; ზაფხულში ბევრი ურეკსა და შეკვეთილში ჩერდება.
რა წავიღოთ: ქოლგა ან საწვიმარი ნებისმიერ სეზონზე; გომისმთისთვის — თბილი ტანსაცმელი.
კავშირი: ქალაქსა და სანაპიროზე მობილური ინტერნეტი კარგია.