ტური იმ სოფლების, ხეობებისა და ქედების გავლით, სადაც ტურისტები თითქმის არ ჩნდებიან ზაფხულის განმავლობაში. სადაც შეგიძლიათ თამამად ესტუმროთ მეცხვარეებს, მეტი გაიგოთ მათი ცხოვრების შესახებ და მონაწილეობა მიიღოთ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში, ისიამოვნოთ ხელუხლებელი ველური ბუნებით და თუ გაგიმართლებთ ლაროვნის ხეობაში შეიძლება აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის ჯოგსაც გადაეყაროთ.







