ძამას ხეობა - ბატეთის ტბა
ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
წამო ძამას ხეობაში "გურმენთან" ერთად
ტურის ფარგლებში მოსანახულებელი ადგილები
ბატეთის ტბა
მზოვრეთის მამათა მონასტერი
სარკინეთის მამათა მონასტერი ( კლდეში ნაშენი ეკლესია)
ორთუბნის დედათა მონასტერი
შეკრების ადგილი: დიდუბის ზედა ამოსასვლელი
შეკრების დრო: 07:30 საათი
გასვლის დრო : 08:00 საათი
ტრანსპორტირება - სპრინტერი
კვება - ინდივიდუალური ( საღამოს ერთად ვივახშმებთ)
გავითვალისწინოთ
1) არ ვაგვიანებთ;
2) მგზავრობისას დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება;
3) არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში;
3) არ ვაბინძურებთ გარემოს !
4) არ ვბილწსიტყვაობთ !
5) ვემორჩილებით ორგანიზატორს ! ( არ გააბრაზოთ, მუშტით ყავს დათვი მოკლული)
6) არ მოვდივართ ქუსლიანი ფეხსაცმელებით !
რა დამჭირდება/რა წამოვიღო?
1. თბილი ტანსაცმელი;
2. საწვიმარი;
3. სალაშქრო ფეხსაცმელი;
4. პოზიტივი
ადგილების დასაჯავშნად მისწერეთ გურმენს:
- გურო
ქარელი — რა ტურებს გთავაზობთ
ქარელის ტაძრებს ჩვეულებრივ გორისა და უფლისციხის ტურს ან ბორჯომისკენ მიმავალ მარშრუტს ვუმატებთ — ტრანსპორტით და გიდით. დღეს და ტემპს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ვაშლისა და ატმის მოსავლის დრო, 18–24°.
ივლის-აგვისტოში ცხელა, 30°-ზე მეტი.
ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია; ყინწვისამდე გზა ჩვეულებრივ სავალია.
რა ვნახოთ
- ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი, სადაც თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკული პორტრეტია
- რუისის საკათედრო ტაძარი — ძველი საეპისკოპოსო ტაძარი, ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში
- ურბნისი — ანტიკური ქალაქის ნაშთები და VI საუკუნის ბაზილიკა
- სამწევრისი — VII საუკუნის პატარა გუმბათოვანი ეკლესია ხეობის თავზე
- ძამას ხეობა — ტყიანი ხეობა სოფლებითა და ძველი ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 95 კმ-ია, 1,15–1,5 საათი; გორიდან — 20 კმ-მდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია; დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელიც ჩერდება ქარელში.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 მაგისტრალი გორის გავლით; ქარელი ტრასიდან ცოტა ჩრდილოეთითაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; მეტი არჩევანია გორსა და ბორჯომში.
რა წავიღოთ: ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია.