ოქტომბერი (კვირა) _ რკონი - ქვათახევის ერთდღიანი ტური
ფოტო: Gimmelle · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის აღწერა:
09:30 სთ. ქვათახევის მონასტერი
11:00 სთ. ერთაწმინდა
15:00 სთ. რკონის კომპლექსი
18:00 სთ. იკვის ეკლესია
(საფეხმავლო, ჯამში 7.3 კმ. მარტივი სირთულის)
შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)
მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით
კვალიფიციური გიდი-გამყოლის მომსახურება (ტურის ორგანიზება, თითოეული სანახავი ობიექტის მოკლე მიმოხილვა, ფოტოგადაღება)
დამატებითი ინფორმაცია:
საკვებს ითვალისწინებთ ინდივიდუალურად
ზოგადი ინფორმაცია:
ხშირად დაისმის კითხვები ამინდთან დაკავშირებით. ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და როდესაც უამინდობა ხდება ტურის ჩაშლის მიზეზი, 2-3 დღით ადრე თითოეულ ჩაწერილ მონაწილეს ვაცნობებთ.
ყურადღება:
აუცილებელია იქონიოთ პირბადეები
თუ მონაწილე ბოლო ორი დღის განმავლობაში ამოეწერება სიიდან, უკან უბრუნდება თანხის 50 %
შეკრების ადგილას, აუცილებელია გაიაროთ თერმოსქრინინგი, ამიტომაც ეცადეთ, ტურზე წამოსვლამდე მაქსიმალურად გააკონტროლოთ ტემპერატურა
კომპანიის საბანკო ანგარიში:
;
თბილისი, წერეთლის 116
კასპი — რა ტურებს გთავაზობთ
კასპის მონასტრები კარგად ერწყმის გორისა და უფლისციხის ერთდღიან ტურს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. მარშრუტს თქვენთვის მოსახერხებელ დღეზე ავაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–24°, მონასტრებამდე ტყის გზები მშრალი და მწვანეა.
ზაფხულში 30°-ზე მეტია — ტაძრების მოსანახულებლად დილა სჯობს.
ზამთარში რკონისა და კვათახევის გზები ყინულიანი და ტალახიანი შეიძლება იყოს.
რა ვნახოთ
- სამთავისი — XI საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი მდიდრულად მორთული აღმოსავლეთის ფასადით, ტრასასთან
- ერთაწმინდა — XIII საუკუნის ტაძარი ფასადის ორნამენტებითა და შიდა მოხატულობით
- კვათახევის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი ტყიან ხეობაში
- რკონის მონასტერი — ტყეში მიმალული მონასტერი და XII საუკუნის თაღოვანი ქვის ხიდი
- მტკვრის სანაპირო — სასეირნოდ ქალაქის ცენტრთან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 50 კმ-ია, 45–60 წუთი. კასპში ჩერდება ელმატარებელი და დასავლეთისკენ მიმავალი ზოგი მატარებელი; მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, დაახლოებით 1 საათი.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: E60 მაგისტრალი; სამთავისი პირდაპირ ტრასის პირასაა, კასპი კი მტკვრის მეორე ნაპირზე.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; ბევრი თბილისიდან ერთი დღით ჩამოდის ან გორში ჩერდება.
რა წავიღოთ: მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო; რკონისთვის — სასეირნო ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია, ტყის მონასტრებთან — სუსტი.