ოქტომბერი - ფერადი უდაბნოს ტური
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის აღწერა:
10:30 სთ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მონასტერი
13:00 სთ. მრავალწყაროს წყალსაცავი და ფერადი უდაბნო
18:00 სთ. ჯანდარის ტბა
(საფეხმავლო, ჯამში - 2.5 კმ. საშუალო სირთულის)
შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)
მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით
კვალიფიციური გიდი-გამყოლის მომსახურება (ტურის ორგანიზება, თითოეული სანახავი ობიექტის მოკლე მიმოხილვა, ფოტოგადაღება)
დამატებითი ინფორმაცია:
საკვებს ითვალისწინებთ ინდივიდუალურად
ზოგადი ინფორმაცია:
ხშირად დაისმის კითხვები ამინდთან დაკავშირებით. ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და როდესაც უამინდობა ხდება ტურის ჩაშლის მიზეზი, 2-3 დღით ადრე თითოეულ ჩაწერილ მონაწილეს ვაცნობებთ.
ყურადღება:
აუცილებელია იქონიოთ პირბადეები
თუ მონაწილე ბოლო ორი დღის განმავლობაში ამოეწერება სიიდან, უკან უბრუნდება თანხის 50 %
შეკრების ადგილას, აუცილებელია გაიაროთ თერმოსქრინინგი, ამიტომაც ეცადეთ, ტურზე წამოსვლამდე მაქსიმალურად გააკონტროლოთ ტემპერატურა
კომპანიის საბანკო ანგარიში:
;
თბილისი, წერეთლის 116
გარდაბანი — რა ტურებს გთავაზობთ
გარდაბნის მიდამოებში გთავაზობთ ერთდღიან ტურს ფრინველებზე დაკვირვებით ჯანდარსა და გარდაბნის აღკვეთილში ან მარტყოფისა და შავნაბადას მონასტრების მარშრუტს — ტრანსპორტით თბილისიდან და გიდით. დღეს თქვენ აირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ფრინველების გადაფრენის დროა და ჯანდარისა და კუმისის ტბებზე დაკვირვება ყველაზე საინტერესოა.
ივლისი–აგვისტოში მტკვრის ველზე 35°-მდე ცხელა, ჭალაში კი კოღოები ბევრია.
ზამთარი რბილია; ამ დროს ტბებზე მოზამთრე წყლის ფრინველები ჩერდება.
რა ვნახოთ
- გარდაბნის აღკვეთილი — მტკვრის ჭალის ტყე, სადაც შავი ყარყატი, ყანჩები და ხოხობი ბინადრობს
- ჯანდარის ტბა — დიდი ტბა აზერბაიჯანის საზღვარზე, ფრინველებზე დაკვირვებისა და თევზაობისთვის
- კუმისის ტბა — ყოფილი მლაშე ტბა, რომლის სამკურნალო ტალახითაც ადგილობრივები სარგებლობენ
- მარტყოფის მონასტერი — ანტონ მარტყოფელის მიერ დაარსებული მონასტერი ტყიან მთაზე, თბილისის თავზე
- შავნაბადას მონასტერი — წმინდა გიორგის მონასტერი თბილისის აღმოსავლეთით, საკუთარი ღვინით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან რუსთავის გავლით დაახლოებით 40 კმ-ია, 40–50 წუთი. თბილისიდან მარშრუტკები დღის განმავლობაში რეგულარულად დადის; ნაკრძალამდე და ტბებამდე მოსახერხებელია მანქანით.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან რუსთავის ტრასით, ასფალტზე; ნაკრძალსა და ტბებთან მისასვლელი გზების ნაწილი გრუნტისაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში ტურისტული განთავსება თითქმის არ არის — ჩვეულებრივ თბილისში ან რუსთავში ჩერდებიან.
რა წავიღოთ: ბინოკლი ფრინველებისთვის, კოღოს საწინააღმდეგო საშუალება და წყალი; მონასტრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგია, ჭალის ტყეში — სუსტი.