ნოემბერი - ძამას ხეობის ერთდღიანი ტური

ფოტო: Jaba1977 · CC BY-SA 4.0; Archil sutiashvili · CC BY-SA 4.0; Jaba1977 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაქარელი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID62161

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურის აღწერა:

09:00 სთ. სარკინეთის კლდეში ნაკვეთი მონასტერი

11:00 სთ. მზოვრეთის ციხე და მონასტერი (საფეხმავლო, ცალმხრივად სავალი 1.4 კმ. საშუალო სირთულის)

13:00 სთ. ქოზიფას მამათა მონასტერი

15:00 სთ. ბატეთის ტბა (საფეხმავლო, ცალმხრივად სავალი 2.6 კმ. საშუალო სირთულის)

შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)

მგზავრობა 20 ადგილიანი მიკროავტობუსით

კვალიფიციური გიდი-გამყოლის მომსახურება (ტურის ორგანიზება, თითოეული სანახავი ობიექტის მოკლე მიმოხილვა, ფოტოგადაღება)

დამატებითი ინფორმაცია:

თუ დრო დაგვრჩა, შევივლით ორთუბნის დედათა მონასტერშიც, რომელიც გზის პირასვე მდებარეობს

საკვებს ითვალისწინებთ ინდივიდუალურად

ზოგადი ინფორმაცია:

ხშირად დაისმის კითხვები ამინდთან დაკავშირებით. ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და როდესაც უამინდობა ხდება ტურის ჩაშლის მიზეზი, 2-3 დღით ადრე თითოეულ ჩაწერილ მონაწილეს ვაცნობებთ.

ყურადღება:

აუცილებელია იქონიოთ პირბადეები

თუ მონაწილე ბოლო ორი დღის განმავლობაში ამოეწერება სიიდან, უკან უბრუნდება თანხის 50 %

შეკრების ადგილას, აუცილებელია გაიაროთ თერმოსქრინინგი, ამიტომაც ეცადეთ, ტურზე წამოსვლამდე მაქსიმალურად გააკონტროლოთ ტემპერატურა

კომპანიის საბანკო ანგარიში:

;

თბილისი, წერეთლის 116

ქარელი — რა ტურებს გთავაზობთ

ქარელის ტაძრებს ჩვეულებრივ გორისა და უფლისციხის ტურს ან ბორჯომისკენ მიმავალ მარშრუტს ვუმატებთ — ტრანსპორტით და გიდით. დღეს და ტემპს თქვენ ირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი, როცა ბაღები ყვავის, და სექტემბერი–ოქტომბერი — ვაშლისა და ატმის მოსავლის დრო, 18–24°.
ივლის-აგვისტოში ცხელა, 30°-ზე მეტი.
ზამთარი შედარებით ცივი და მშრალია; ყინწვისამდე გზა ჩვეულებრივ სავალია.

რა ვნახოთ

  • ყინწვისის მონასტერი — XII–XIII საუკუნეების ტაძარი, სადაც თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკული პორტრეტია
  • რუისის საკათედრო ტაძარი — ძველი საეპისკოპოსო ტაძარი, ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში
  • ურბნისი — ანტიკური ქალაქის ნაშთები და VI საუკუნის ბაზილიკა
  • სამწევრისი — VII საუკუნის პატარა გუმბათოვანი ეკლესია ხეობის თავზე
  • ძამას ხეობა — ტყიანი ხეობა სოფლებითა და ძველი ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან დაახლოებით 95 კმ-ია, 1,15–1,5 საათი; გორიდან — 20 კმ-მდე. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 1,5 საათია; დასავლეთის მიმართულების ზოგი მატარებელიც ჩერდება ქარელში.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: E60 მაგისტრალი გორის გავლით; ქარელი ტრასიდან ცოტა ჩრდილოეთითაა.
სად დავრჩეთ: ქალაქში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა; მეტი არჩევანია გორსა და ბორჯომში.
რა წავიღოთ: ეკლესიებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო.
კავშირი: ქალაქსა და ტრასაზე ინტერნეტი კარგია.

ქარელი: გზამკვლევი
ქარელი

ხშირი კითხვები

რა არის ქარელთან აუცილებლად სანახავი?
ყინწვისის მონასტერი და მისი ფრესკები. თუ დრო გაქვთ, დაამატეთ რუისი და ურბნისი — ორივე ახლოსაა.
შეიძლება ქარელი ბორჯომის გზაზე ჩავრთოთ?
კი, ქარელი თბილისი–ბორჯომის გზაზეა. ყინწვისზე გადახვევას 1–2 საათი დასჭირდება.
როდის არის ხილის მოსავალი?
ატამი ძირითადად ივლის-აგვისტოშია, ვაშლი — სექტემბერ-ოქტომბერში. ამ დროს გზისპირა ბაზრობებზე ხილი ბევრია.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.