გერგეტის სამება+ ჯუთა ს ნაცვლად!

ფოტო: This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Аліна Семенець · CC BY-SA 4.0; Alexkom000 · CC BY 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაყაზბეგი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID62142

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

შემოდგომისა და ზამთრის ფერები გერგეთის სამებაზე და ჯუთაში!
ერთი დღე ყაზბეგის მთებში განტვირთვისთვის .

ორი ტური ერთის ფასად! გადაიხადე ს ნაცვლად!

გთავაზობთ ჯუთა-ჯაუხებში ბუმ მოგზაურობას! საუკეთესო ემოციებით და თავგადასავლებით

იმოგზაურე, შეიქმენი ბუმ შთაბეჭდილებები და ემოციები...

(ორგანიზაციებმა კერძო ჯავშნებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში)

ტურის ხანგძლივობა: 1 დღე
შეხვედრის ადგილი:
06:30 საათზე გასვლა. ქ.თბილისი. ველოსიპედის ძეგლი.
23:00-23:30 საათი დაბრუნების დრო

__________________________________________
თავგადასავლები მოგონებები სიმწვანე, პოზიტივი , მეტი, და სიმშვიდე ჩვენს მთებში
__________________________________________
დღის განმავლობაში მოვინახულებთ:
-300 არაგველების მემორიალი
-ანანურის მონასტერი
-თეთრი და შავი არაგვის შესაერთები
-გუდაური და პანორამული გადასახედი
ტრავერტინები და მჟავე წყლები
-სტეფანწმინდა
-გერგეტის სამება (ავალთ დელილებით, თან იქონიეთ )
-სოფელი სნო
- სოფელი ჯუთა
-ზეთა კემპინგი
-მეხუთე სეზონი
-ჯუთა ჭაუხები
-ჯუთას ჩანჩქერი
-ჯუთას გულის ფორმის ტბა

___________________________________________
>გიდის მომსახურება
>კარგი მუსიკები ( ყველას გემოვნებას გავითვალისწინებთ.

საკვები მოგვაქვს ყველას ინდივიდუალურად, მაგრამ მივირთმევთ ყველანი ერთად!
___________________________________________
ფეხით გასავლელი მანძილი.? - 7-8 კმ მარტივი სირთულის.
როგორ ჩავიცვათ.? სალაშქრო ჩაცმულობა.
რა წამოვიღოთ? საწვიმარი, თბილი მოსაცმელი , მზისგან დამცავი საშუალება, წყალი, პირადი აფთიაქი.

ტურზე რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ!

მსურველებმა ადგილების დასაჯავშნად ან მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში

ეს უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად.!
ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს!
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში !
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს მგზავრობის დროს!
არ ვბილწვსიტყვაობთ!
ნაგავს არ ვყრით არც ტრანსპორტში და არც ბუნებაში!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას.
ვისაც სურვილი აქვს შეუძლია წამოიღოს სხვადასხვა გასართობი საშუალებები.
საკვებს მივირთმევთ ყველანი ერთად.
ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას შეცვალოს ტურის მიმართულება.
ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს - წინამღდეგ შემთხვევაში ტურის ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლოას თქვენზე.

მშვიდობიან დღეს გისურვებთ!

#ტურიჯუთაში #ტურებისაქართველოში #მოგზაურობა #შენი #დრო #განტვირთვისთვის #ჰოსტინჯორჯია #

ყაზბეგი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური ყაზბეგში — ტრანსპორტი თბილისიდან, გაჩერებები ანანურსა და ჯვრის უღელტეხილზე, გერგეტის სამება და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა სტეფანწმინდაში. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდღიანი გასვლა ან ლაშქრობით გაგრძელებული ტური — თქვენს დღეებზე მოვამზადებთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 18–24°, ღამით გრილა, ბილიკები ღიაა გერგეტის მყინვარამდე და ჯუთამდე.
მაისსა და ოქტომბერში ხედები კარგია, მაგრამ მაღლა თოვლი და ტალახია.
ზამთარში სოფელი თოვლშია და მშვიდია; ჯვრის უღელტეხილზე გზა თოვლის ან ზვავის საშიშროებისას რამდენიმე საათით ან დღით შეიძლება დაიკეტოს.

რა ვნახოთ

  • გერგეტის სამება — XIV საუკუნის ეკლესია 2170 მ-ზე, ფეხით ასვლა 1–1,5 საათია
  • გერგეტის მყინვარი — სრულდღიანი ლაშქრობა მყინვარწვერის ძირამდე
  • დარიალის ხეობა — ვიწრო კლდოვანი ხეობა და გველეთის ჩანჩქერები რუსეთის საზღვართან
  • ჯუთა — სოფელი ჭაუხის კლდეების ძირში და ბილიკი ხუთი ტბის მიმართულებით
  • ტრუსოს ხეობა — მინერალური წყაროები და მიტოვებული ოსური სოფლები
  • რუს-ქართული მეგობრობის მონუმენტი — ხედის ბაქანი გუდაურთან, გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან სტეფანწმინდამდე დაახლოებით 155 კმ-ია, კარგ ამინდში 2,5–3 საათი. მარშრუტკები და საზიარო ტაქსები დიდუბის სადგურიდან გადის, მგზავრობა დაახლოებით 3–3,5 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: საქართველოს სამხედრო გზა ანანურის, გუდაურისა და ჯვრის უღელტეხილის (2395 მ) გავლით; ზამთარში გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ.
სად დავრჩეთ: სტეფანწმინდაში — გესტჰაუსები და სასტუმროები მთის ხედით; გერგეტსა და სნოში — პატარა სახლები.
რა წავიღოთ: თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი, სალაშქრო ფეხსაცმელი; ტაძრისთვის ქალებს თავსაფარი.
კავშირი: სოფელში ინტერნეტი კარგია, ხეობებში ზოგან სიგნალი არ არის.

ყაზბეგი: გზამკვლევი
ყაზბეგი

ხშირი კითხვები

ერთ დღეში შეიძლება ყაზბეგის ნახვა?
დიახ, თბილისიდან ერთდღიანი ტური ანანურს, ჯვრის უღელტეხილსა და გერგეტის სამებას მოიცავს. მყინვარისა და ჯუთისთვის მინიმუმ ერთი ღამე დარჩით.
ღიაა თუ არა გზა ზამთარში?
ძირითადად ღიაა, მაგრამ ძლიერი თოვლისა და ზვავის საფრთხისას ჯვრის უღელტეხილს კეტავენ. გამგზავრებამდე გზის მდგომარეობა გადაამოწმეთ და მანქანას ზამთრის საბურავები სჭირდება.
რამდენად რთულია გერგეტის სამებამდე ასვლა?
ფეხით 1–1,5 საათი საშუალო სირთულის აღმართია, ბილიკი კარგად ჩანს. ასვლა ჯიპითაც შეიძლება, ეკლესიასთან გზა მიდის.
ბავშვებთან ერთად შეიძლება?
კი, სამებამდე მანქანით ავა ნებისმიერი ასაკის ბავშვი, ტრუსოსა და ჯუთის ბილიკები კი უფროსი ბავშვებისთვის კარგია. თბილი ტანსაცმელი ზაფხულშიც წაიღეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.